среда, 19 апреля 2017 г.

აქტიური კითხვის მეთოდი "ინსერტი"


"ინსერტი", ანუ შერჩეულ ნიშანთა სისტემა ( შნსკა). ეს აქტივობა გვაძლევს საშუალებას ინტერესით წავაკითხოთ ტექსტი ბოლომდე. ინსერტი, ანუ "შენიშვნების მინდორი" -აქტიური კითხვის მეთოდია და ძალიან ეფექტურია გაკვეთილის გააზრების ფაზაზე. აღნიშნული სტრატეგია ხელს უწყობს მოსწავლეებს გააზრებულად და სიღრმისეულად დაამუშაონ ტექსტი, არსებულ და ახლად მიღებულ ინფორმაციას შორის დაამყარონ კავშირები და შეძლონ საფუძვლიანი ცოდნის კონსტრუირება. კითხვის პროცესი ძალიან აქტიურია. კითხვის დროს მოსწავლეები მინდორზე საგანგებო ნიშნებს სვამენ.

"V"- ამოკითხული ინფორმაცია ემთხვევა ჩემს ცოდნას;
"_" - ამოკითხული ინფორმაცია ეწინააღმდეგება ჩემს ცოდნას;
"+"- ამოკითხული ინფორმაცია ახალია ჩემთვის;
"?"- ამოკითხული ინფორმაციაში არის უცნაური/უცხო სიტყვა ( ვერ გავიგე, ანუ " არის კითხვა")
ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ დაფაზე გამოკრულ ცხრილს მოსწავლეთა ნააზრებით ვავსებთ.
 ცხრილის შევსებისას კლასში წარიმართება დისკუსია.
წყარო:

Педагогика - методики и технологии обучения

Комментариев нет:

Отправить комментарий