вторник, 28 марта 2017 г.

პროექტი-როგორც რუსული ენის სწავლების საუკეთესო მეთოდი

                                                           «Жить — значит иметь проблемы, а решать их —                                                                           значит расти интеллектуально» (Дж. Гилфорд.)

სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ დამანახა, რომ მოსწავლეების ნაწილს უჭირს რუსულ ენაზე კომუნიკაცია და ინტერაქციაში ჩართვა. ამიტომ  ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ აქტიურად ვიყენებ ისეთ არატრადიციულ მეთოდს, როგორიცაა პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება- პროექტი. რუსულის, როგორც უცხო ენის, სწავლების ეფექტური კომუნიკაციური მეთოდია, რომელიც ზრდის მოსწავლეთა ინტერესს რუსული ენის შესწავლის მიმართ. ვცდილობ, რომ მოსწავლეები ჩავრთო სხვადასხვა სახის პროექტებში.  როდესაც კლასში ჩნდება პროექტის განხორციელების იდეა, მოსწავლეებთან ერთად ვსაუბრობ პროექტზე მუშაობის სპეციფიკაზე. ჩემი მოსწავლეები მუშაობის ეტაპებს ადვილად იმახდოვრებენ როდესაც, დაფაზე ვწერ ამ საინტერესო ფაქტს- პროექტით სწავლება რუსულ ენაში შეიცავს ექვს  "პ".                                                                                                 "Проект и шесть "П" : 
 Проблема                                      
Проектирование ( планирование )
Поиск информации
Продукт
Презентация
Шестое "П"- проекта - его Портфолио




 მინდა გაგაცნოთ ჩემ მიერ განხორციელებული პროექტები (გადადით ამ ბმულზე)
         http://xatuna-proeqtebi.blogspot.com/
 ავღნიშნავ, რომ ამ პროექტებზე მოსწავლეები მუშაობდნენ ხალისით, მონდომებით, პროექტებში ჩართულობით განივითარეს ჯგუფური მუშაობის, კვლევითი, პრობლემის გადაჭრის უნარები. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი, უყალიბდებათ და უვითარდებათ პრეზენტაციის წარმართვის უნარი უცხო ენაზე (რუსულ ენაზე). პროექტით სწავლება მიზანმიმართული სწავლების საშუალებას იძლევა, რაც ზრდის ჩემი მოსწავლეების მოტივაციასა და ინტერესს საგნის მიმართ...
                პედაგოგიურ პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ამ მოდელის გამოყენების უმთავრესი მიღწევა ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხია.

Комментариев нет:

Отправить комментарий