Показаны сообщения с ярлыком თანამედროვე გაკვეთილი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком თანამედროვე გაკვეთილი. Показать все сообщения

вторник, 18 апреля 2017 г.

О критическом мышлении


         Только сражаясь с конкретной проблемой, отыскивая собственный выход из сложившейся ситуации, ученик действительно думает. Фокусирование на проблемах стимулирует природную любознательность учеников и побуждает их к критическому мышлению. (Джон Дьюи)                                                                                                  
                                                                                                                                                                 
Критическое мышление имеет 5 характеристик (Д. Клустер) 
Во-первых – это мышление самостоятельное. 
Во-вторых – это мышление обобщенное. 
В-третьих – это мышление проблемное и оценочное. 
В четвертых – это мышление аргументированное. 
В пятых – критическое мышление есть мышление социальное.

Д.Халперн следующее определение критического мышления: «Использование таких когнитивных навыков и стратегий, которые увеличивают вероятность получения желаемого результата. Отличается взвешенностью, логичностью и целенаправленностью. Другое определение — направленное мышление»

«Когда мы мыслим критически, — поясняет Д.Халперн, — мы оцениваем результаты своих мыслительных процессов — насколько правильно принятое нами решение или насколько удачно мы справились с поставленной задачей. Критическое мышление также включает в себя оценку самого мыслительного процесса — хода рассуждений, которые привели к нашим выводам, или тех факторов, которые мы учли при принятии решения».


П.Бонни выделяет такие умения, относящиеся к критическому мышлению, как:
- нахождение аналогий и других видов отношений между частями информации;
- определение значимости информации для структурирования и решения проблемы;
- нахождение и оценка решений или альтернативных путей рассмотрения проблемы;
- установление проблемы в тексте информации.
      Это означает, что учащиеся должны самостоятельно определить проблему и применить уже имеющиеся у них знания для ее решения.  
   Существует определенный алгоритм формирования критического мышления, предполагающий ответы на следующие вопросы.
1. Какова цель данной познавательной деятельности? Цели могут включать в себя выбор одного из вариантов решения, выработку решения при отсутствии вариантов; обобщение информации; оценку надежности аргументов; оценку вероятного развития событий; проверку достоверности источника информации: количественную оценку неопределенности.
2. Что известно? Это отправной пункт направленного или критического мышления. Этот этап также включает в себя нахождение недостающей информации.
3. Что делать? Какие навыки мышления позволяют достичь поставленной цели? Знание того, как добраться от начальной до конечной точки маршрута, — движущая сила критического мышления. Здесь как раз и предполагается использование сформированных ранее интеллектуальных умений.
4. Достигнута ли поставленная цель? Точность при выполнении заданий является решающим фактором успеха. Имеет ли смысл принятое решение? Для чего?
    Таким образом, критическое мышление" значит "искусство суждения, основанное на критериях".
Источник:

воскресенье, 16 апреля 2017 г.

კრიტიკული აზროვნების განვითარება

   
       ბევრი რამ დაწერილა კრიტიკული აზროვნების შასახებ. სამეცნიერო ლიტერატურაშიც ამ ტერმინის უამრავი განმარტებაა. „კრიტიკული აზროვნება ნიშნავს ცნობისმოყვარეობას, გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენებას, შეკითხვების ჩამოყალიბებას და მათზე პასუხის ძიებას. ის მოიცავს ფაქტების არა მხოლოდ დაფიქსირებას, არამედ მათი მიზეზებისა და შედეგების გარკვევას. კრიტიკული აზროვნება, ერთი მხრივ, თავაზიან სკეპტიციზმს, მეორე მხრივ კი, ჩამოყალიბებული პიროვნული პოზიციის არსებობას გულისხმობს“ „კრიტიკული აზროვნების არსი არც ისე რთულია. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც ზრუნვა საკუთარ აზროვნებაზე. მისი ღირებულებაც მარტივი გასაგებია: თუ ძალგვიძს, ვიზრუნოთ საკუთარ აზროვნებაზე, საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვაც შეგვიძლია, რაც მის გაუმჯობესებას, პოზიტიური მიზნებისკენ მიმართვას გულისხმობს“. „კრიტიკულ აზროვნებას მივყევართ გადაწყვეტილებამდე: რა ვირწმუნოთ და რა არა“. კრიტიკული აზროვნება გონებაში ინფორმაციის შესვლასთან ერთად იწყება და ამ ინფორმაციისადმი პიროვნული პოზიციის გამომუშავებით სრულდება. ესაა აზროვნების ფორმა, რომელიც საკითხის სხვადასხვა პრიზმაში დანახვას, ალტერნატივათა აწონვა-დაწონვასა და გაჩერებას გულისხმობს. ესაა საკითხისადმი არაერთჯერადი და არაერთგვაროვანი მიდგომა, შეკითხვების გზით პრობლემის არსში ჩაძიება, ფიქრი და განსჯა საშუალებათა შესახებ, რაც ოპტიმალური გადაწყვეტილების წინაპირობაა. კრიტიკულად აზროვნება-ესაა დამოუკიდებლად აზროვნება. როცა მეცადინეობა კრიტიკული აზროვნების პრინციპებზეა აგებული, ყოველი მოსწავლე დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარი იდეის, შეფასების, მრწამსის ფორმულირებას. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენ მაგივრად, ეს „პიროვნული“ საზრუნავია. შესაბამისად, აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ხასიათისაა. მოსწავლეს საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულეების საკითხები. (განათლება რედ.)
 1. კრიტიკული აზროვნება - ესაა დამოუკიდებელი აზროვნება. როცა მეცადინეობა კრიტიკული აზროვნების პრინციპზეა აგებული, ყოველი მოსწავლე დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარ იდეას, შეფასებას. აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ხასიათისაა. მოსწავლემ უნდა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულის პრობლემა. 
2.ინფორმაცია- რიტიკული აზროვნების ათვლის სათავეა და არა საბოლოო წერტილი.
ცოდნა აძრავს მოტივაციას, რომლის გარეშე კრიტიკულად აზროვნება შეუძლებელია. ერთი ფასეული აზრის ჩამოყელიბება ზღვა ინფორმაციის (მასალის) გადამუშავებს მოითხოვს. 
3.კრიტიკული აზროვნება იმ საკითხთა დასმით, პრობლემათა განხილვით იწყება, რომელიც გადაჭრას მოითხოვს. ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ  დიუის (X1X ბოლო XXს. პირველი ნახევარი) აზრით, პრობლემებზე ფოკუსირება მოსწავლის ცნობისმოყვარეობას წაახალისებს და კრიტიკული აზროვნებისათვის განაწყობს. "სინამდვილეში ბავშვი მხოლოდ კონკრეტულ პრობლემასთან ჭიდილში, რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიების დროს ფიქრობს." (ფონ დიუი)
 აქედან გამომდინარე, მასწავლებელმა მეცადინეობის მოსამზადებელ ეტაპზე უნდა განსაზღვროს მოსწავლეთათვის სავარაუდო პრობლემათა წრე, შემდეგ დაეხმაროს მათ პრობლემების დამოუკიდებლად ფორმულირებაში მონაცემთა შეგროვებით, ტექსტის ანალიზით. 
4. კრიტიკული აზროვნება მუდამ ისწარაფვის დამაჯერებელი არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პრობლემის მისეული გადაწყვეტის გზებს პოულობს და საკუთარ პოზიციას გონიერი, საფუძვლიანი საბუთებით განამტკიცებს.
 5.კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა. როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: “სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით”. როცა ვკამათობთ, ვკითხულობთ, ვიხილავთ, უარვყობთ და ვცვლით აზრებს, ვაზუსტებთ და ვუღრმავდებით ჩვენსავე პოზიციას.  
 ამიტომ, როდესაც კრიტიკული აზროვნების მიმართულებით წარვმართავ საქმიანობას, ყოველთვის ვცდილობ, გაკვეთილზე წყვილური ან ჯგუფური მუშაობის ფორმები გამოვიყენო. დიდ ყურადღებას ვუთმობ აზრთა ნაყოფიერი გაცვლისათვის საჭირო უნარებს: მოთმინების, მოსმენის, საკუთარი შეხედულებებისადმი პასუხისმგებლობის განვითარებას. 
წყარო:
maswavlebeli.ge 
ენციკლოპედიური ლექსიკონი

понедельник, 20 марта 2017 г.

რუსული ენის გაკვეთილები და ბლუმის ტაქსონომია


ბლუმის ტაქსონომია არის პედაგოგიური მიზნებისათვის შექმნილი კოგნიტური (შემეცნებითი) იერარქიული სისტემა. ტაქსონომია ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას. იგი ბერძნული სიტყვაა (Taxis  და  nomos), რაც ნიშნავს დიფერენცირებას რიგისა და კანონის მიხედვით.
  ბლუმის ტაქსონომიას მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში. რუსული ენის პედაგოგებს ბლუმის სააზროვნო უნარების კლასიფიკაცია სქემატურად ქვემოთ მოცემლი გრაფიკული ელემენტების სახით შემიძლია წარვუდგინო.  ⇓


ბლუმის ტაქსონომია უმთავრესად სხავადასხვა დავალებათა კლასიფიკაციის დროს გამოიყენება. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტურად გამოვიყენებთ სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსული ენის სწავლებისას, რომლის ძირითადი მიზნებია; მოსწავლეს გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი, ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ - კულტურული მრავალფეროვნების მიმართ, განუვითარდეს სამეტყველო უნარები ( მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) რუსულ ენაზე. რუსული, როგორც უცხო ენის სასწავლება ითვალისწინებს საკმაოდ ფართო და მრავალმხრივ ამოცანების გადაჭრას.   ამიტომ მეტად მნიშვლნელოვანია მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩავა,
       რუსული ენის გაკვეთილის ფარგლებში შემოგთავაზებთ დავალებათა დონეების მრავალფეროვნებას, დონეებთან დაკავშირებული ზმნების და შესაბამისი აქტივობების მაგალითებს.
             Таксономия мыслительных умений Блума (глаголы действия)

Уровень
Определение
Что делает учитель
Что делает учащийся
Какие ключевые термины используются для побуждения учащихся
Знание
Определение и отбор информации
Рассказывает, показывает, направляет
Воспринимает, запоминает, распознает
Перечислите, запомните, назовите
Понима-ние
Понимание предоставленной информации; формулирование проблемы собственными словами
Сравнивает, противопоставляет, демонстрирует
Объясняет, преобразовывает,  демонстрирует
Обсудите, определите, расскажите
Применение
Использование понятий в новых ситуациях
Наблюдает, помогает, критикует
Решает проблемы, демонстрирует знания
Примените,
измените, выберите, классифицируйте, завершите, продемонстрируйте, обнаружьте, инсценируйте,  исследуйте, интерпретируйте, соотнесите, покажите, сделайте набросок,используйте

 Анализ
Разбиение информации на связанные части
Направляет, исследует, информирует
Разделяет, обсуждает, раскрывает
Проанализируйте, оцените, сгруппируйте, классифицируйте, сравните, свяжите, противопоставьте, критикуйте, обсудите, различите, разделите, исследуйте, объясните, выведите, упорядочьте, соотнесите, выберите, разделите, проверьте

Синтез
Компиляция информации
Обобщает, оценивает, рассуждает
Обобщает, формулирует, планирует
Сгруппируйте, соберите, скомбинируйте, составьте, создайте, разработайте, сформулируйте, обобщите, объедините, придумайте, организуйте, спланируйте, подготовьте, предложите, перегруппируйте, перепишите, замените
Оценка
Оценивание на основе критериев
Уточняет, допускает, гармонизирует
Дискутирует, оценивает, выбирает
Докажите,  выберите, сделайте вывод, убедите, решите,  обоснуйте,  объясните,  предскажите, порекомендуйте, выделите, поддержите, проверьте, оцените
თუ კი ჩვენ, უცხო ენის მასწავლებლებმა, სასწავლო მიზნების კლასიფიკაცია:
➽დავინახეთ ამ "ვარდში";
➽გავიაზრებთ ამ  "პირამიდის" დახმარებით;
➽გამოვიყენებთ "ხე"- სასწავლო მიზნებით/დავალებებით დახუნძლულ ვაშლების ან მსხლების სახით;
➽გავაანალიზებთ კოლეგებთან ან მოსწავლეებთან ფილმს;
➽შევქმნით საკუთარ რესურსებს/პროდუქტს, გალამაზებულს მრავალფეროვანი ვებ-ლოგოებით;
➽შევქმნით  "ბლუმის" საკუთარ იმტერპრეტაციას,
 უნდა ვიმედოვნოთ, რომ ხვალინდელი გაკვეთილი დღევანდელზე  უფრო განსხვავებული და საინტერესო იქნება.
    ჩვენს წინაშეა მოდელი, რომელიც დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში...


წყარო:  ბლუმის სააზროვნო დონეების შესაბამისი დავალებების შექმნა ძირითადი სიტყვების გამოყენებით ( აქ...)

вторник, 14 марта 2017 г.

უცხოური ენის ეფექტიანი გაკვეთილი


 ყველა მასწავლებელი უნდა ისახავდეს მიზნად  ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებას. კარგად დაგეგმილი და წარმართული გაკვეთილის საშუალებით მოსწავლეთა მოტივირებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას უწყობს ხელს. სწორედ კარგად დაგეგმილ ეფექტიან გაკვეთილის წარმართვის შედეგად შეძლებენ მოსწავლეები მიზანმიმართულად გამოიყენონ რუსული ენა სხვადასხვა სიტუაციაში. შესაძლებელია ორმა მასწავლებელმა ჩაატაროს გაკვეთილი ერთი და იმავე წიგნით და ერთი და იმავე გეგმით, მაგრამ გავიდნენ სხვადასხვა შედეგებზე. ამიტომ უცხო ენის ეფექტიან გაკვეთილს აქვს თავისი სპეციფიკური მახასიათებლები.
     1. გაკვეთილში უნდა იყოს ასახული მაღალი პროფესიული სტანდარტები. საქართველოში, ასევე როგორს სხვა მრავალ ქვეყანაში არსებობს უცხოური ენის მასწავლებლის სტანდარტი, რომელიც ზესტად ასახავს, რა ცოდნა და უნარები მოეთხოვება მასწავლებელს. სტანდარტი მოიცავს იმ მეთოდებს და უნარებს. რაც მასწავლებელს უნდა ჰქონდეს.
   2.გაკვეთილი უნდა ასახავდეს ენის სწავლების ძირეთად პრინციპებს. თითოეულ გაკვეთილში უნდა გამოჩნდეს უცხოური ენის სწავლა- სწავლების, მოსწავლეთა საჭიროებების ანალიზისა და მათი სწავლის სტილების,ასევე ენის ბუნების საფუძვლიანი ცოდნა.
  3.გაკვეთილი უნდა ისახავდეს მიზნად კონკრეტულ შედეგებზე გასვლას. სასწავლო მიზნების ფორმულირებისას უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ზმნები - გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: წაიკითხავენ, ადაწერენ, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, მოისმენენ და გააანალიზებენ, შეაფასებენ ...სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან და მოსწავლეთა საჭიროებიდან, მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან.
  4.გაკვეთილზე უნდა მიეცეს მოსწევლეებს შესაძლებლობა რუსული ენა გამოიყენონ სხვადასხვა კონტექსტში. ამისათვის მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ ენის სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები, რომელიც მოსცემს მოსწავლეს საშუალებას გამოიყენონ რუსული ენა, აქტიურად ჩავრთად ყველა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში.
  5 გაკვეთილზე უნდა იყოს ეფექტურად წარმართული. ამისათვის უნდა ვიზრუნოთ პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე, მასწავლებელს უნდა შეეძლოს კლასის მართვა, აკონტროლოს მოსწავლეთა ქცევა.
  6.გაკვეთილი უნდა წარმოადგენდეს სასწავლო აქტივობების მთლიანობას.ენის გაკვეთილი წარმოადგენს აქტივობების ერთობლიობას, რომელთაც მივყავართ გაკვეთილის მიზნისაკენ. გაკვეთილის სტრუქტურის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაართმევს მასწავლებელი თავს გაკვეთილის სამ ფაზას.
  7.გაკვეთილზე უნდა შეიქმნას მომატივირებელი ატმოსფერო, რადგან ყველა მოსწავლე ერთნაირად არ არის განწყობილი უცხოური ენის გაკვეთილის მიმართ.
8. გაკვეთილზე უნდა ჩანდეს მასწავლებლის ინდივიდუალურობა. საკუთარი სტილი. ყველაზე დიდი გამოწვევა ენის მასწავლებლებისათვის მაინც მოსწავლეთა დაინტერესებაა. ამის გადასაჭრელად კი უნდა გვახსოვდეს, რომ ენის გაკვეთილები გავხადოთ სახალისო, ნაკლებად დამღლელი და მოსწავლეების პირად ინტერესებს მორგებული. (წყარო maswavlebeli.ge )



Эффективный урок
 1. Высокое научное обоснование стратегии и тактики управления познавательной деятельностью учащихся на основе закономерностей и принципов обучения;
 2. Напряженная, посильная, в совершенстве организованная и результативная познавательная работа всех учащихся; 
3. Тщательная диагностика причин, влияющих на качество занятий; 
4. Творческий, нестандартный подход к решению конкретных задач в соответствии с имеющимися условиями и возможностями; 
5. Дифференцированный подход к отдельным группам учащихся; 
6. Эффективное использование каждой рабочей минуты учебного занятия; 
7. Атмосфера, соревнования, деловитость, стимулирование, дружеское общение, высокая ответственность всех участников учебно-воспитательного процесса по результатам совместной работы.

     Эффективный урок должен быть ориентированным на создание ситуации успеха участников урока, потому что современный урок сегодня-это активная (самостоятельная) деятельность. Эффективный урок формирует у его участников креативность, коммуникабельность, разного рода компетентности, когда участники урока максимально раскрывают свои способности, толерантны друг к другу.
▰уровень проведения и успешность урока зависит только от личности учителя, мастера; 
▰ уровень проведения и успешность урока зависит от запаса знаний учителя, мастера; 
▰ уровень проведения и успешность урока зависит только от уровня подготовленности учащихся; 
▰ уровень проведения и успешность урока зависит от мастерства учителя, мастера и знаний учащихся в равной степени.

понедельник, 13 марта 2017 г.

უცხო ენის თანამედროვე გაკვეთილი

     უცხო ენის ასათვისებლად უამრავი ელემენტია გასათვალისწინებელი. ადრე უცხო ენის გაკვეთილის მიზანი გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების თარგმნა იყო. დღეს უცხო ენის გაკვეთილის მიზანს შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია და შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწორად აღქმა წარმოადგენს. ენის ათვისება ხდება შინაარსზე ორიენტირებული დისკუსიებისა და კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი დავალებების გზით. დღეს უცხო ენის სწავლების ძირითად მიზანია მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.  მოსწავლემ რომ შეძლოს კომუნიკაციის დამყარება, მას უნდა გამოუმუშავდეს შემდეგი უნარები:

  • მოსმენა
  • ლაპარაკი
  • კითხვა
  • წერა
   ენობრივი ქმედებისათვის მოსწავლეებს სჭირდებათ გარკვეული რაოდენობის ლექსიკა, სინტაქსური კონსტრუქციების ცოდნა, წსორი საწარმოთქმო და ორთოგრაფიული უნარების ფლობა. ენა რომ შეისწავლოს, მოსწავლე უნდა დაეუფლოს შემდეგ ასპექტებს:
ლექსიკა, გრამატიკა, წარმოთქმა და ინტონაცია, მართლწერა.
   მასწავლებელმა ეს ელემენტები უნდა მიაწოდოს  მოსწავლეს ინტეგრირებულად, რამდენადაც კომუნიკაციაში ყველა ეს ელემენტი თანაბრად მონაწილეობს. კომუნიკაცია  კი  თანამედროვე გაკვეთილის მიზანია. წარმატებლი კომუნიკაციის დასამყარებლად მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
უცხო კულტურის აღქმა;
ამ კულტურის თავისებურებების სწორად შეფასება;
განსხვავებული კულტურის სათანადოდ დაფასება.
თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის მნიშვნელოვანი პრინციპების ჩამონათვალი:
✤სამეტყველო აქტივობების ერთდროული განვითარება;
✤ენა, როგორც საკომუნიკაციო საშუალება ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში;
✤გრამატიკა, როგორც მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება და არა მიზანი;
✤მშობლიური ენა, როგორც მასალის გაგებისა და ათვისების ხელშემწყობი საშუალება;
✤მრავალენოვნება უცხო ენის გაკვეთილზე, სადაც სხვა უცხო ენების ცოდნა შესასწავლი ენის უკეთესად გაგება/ათვისებაში გამოიყენება;
✤მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება (სამიზნე ჯგუფის კულტურის, მენტალიტეტის, ინტერესების გათვალისწინება);
✤არა მხოლოდ ფაქტების ცოდნა, არამედ უცხო კულტურის გამოცდილების დიფერენცირებული აღქმა;
✤ავთენტური ტექსტების მნიშვნელობა; 
✤დავალებათა ტიპები, რომლებიც მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების, კრეატიულობის განვითარებას ემსახურება;
✤მედია-საშუალებების როლი ენის სწავლებაში და სწავლების სხვადასხვა სოციალური ფორმის შეტანა გაკვეთილზე;
✤გაკვეთილის პერსონალიზება, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, იმოქმედოს როგორც ინდივიდმა – უცხო ენის გაკვეთილზე ისაუბროს საკუთარ თავზე და არა სხვაზე;
✤ინტერაქტიული დავალებები, სადაც ყველა მოსწავლე თანაბრად აქტიურია და რომლებიც არა ენობრივ ფორმაზე, არამედ შინაარსზეა ორიენტირებული;
✤დავალებათა დიფერენცირებული შერჩევა – დავალებები, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც დაბალი, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის;
✤ავტონომიური სწავლების ხელშეწყობა, რომლის მიხედვითაც ენის შემსწავლელი ეუფლება იმ ძირითად სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რომლებიც მას დამოუკიდებლად მუშაობისას დაეხმარება და სხვა.

воскресенье, 12 марта 2017 г.

მოტივაციის როლი რუსული ენის სწავლების პროცესში


მოგეხსენებათ, რომ მოტივაცია ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა უცხო ენის სწავლების პროცესში. ჩემთვის მნიშვნელოვანია  მოსწავლის მოტივაციის გაზრდა რუსული ენის სწავლებისას. რუსული ენა, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული გრამატიკული სტრუქტურიდ არის ცნობილი. შესაბამისად, ამ სირთულის ფონზე მოტივაცია ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა რუსული ენის შესწავლის პროცესში. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვცდილობ, რომ გავამდიდრო სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების და სტრატეგიების გამოყენებით (დისკუსია, პროექტი, პრეზენტაციები, როლური თამაშები). მოსწავლეების გააქტიურება მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დღოს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა მოსწავლეების ჩაბმა ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში. გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად ვიყენებ განსხვავებული სირთულეების დავალებებს, ვითვალისწინებ მოსწავლეების შესაძლებლობებს,  რომ გავუღვიო მათ ინტერესი რუსული ენის მიმართ. მოსწავლეებს ხშირად უშვებენ  შეცდომებს გრამატიკულ ფორმებში წერისა და ლაპარაკის დროს. მაგრამ, შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. არასოდეს ვაკრიტიკებ მოსწავლეებ საჯაროდ, ვაძლევ საშუალებას, რომ თვითონ გაასწორონ შეცდომები საკუთარ ნაწერში...
    მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება  პედაგოგისთვის წარმოადგენს მუდმივ ზრუნვის საგანს.

суббота, 11 марта 2017 г.

რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას


მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. 
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც სწავლის მოტივაციას განაპირობებს:
1.ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც მას ისეთი უნარები და კომპეტენციები უვითარდება, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციასა და შინაგანი წონასწორობის დამყარებაში.