Показаны сообщения с ярлыком მოტივაცია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком მოტივაცია. Показать все сообщения

среда, 1 ноября 2017 г.

უცხო ენის შესწავლისას მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი ფაქტორები

ზოგადად უცხო ენის შესწავლისას არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
  •   სხვა კულტურასთან ინტეგრაციის სურვილი: უცხო ენის შემსწავლელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სურვილი და დაინტერესება იმ კულტურისადმი, რომლის ენასაც იგი სწავლობს. ეს არის შინაგანი მოტივაცია, რომელიც ენის შემსწავლელს უნარჩუნებს მუდმივ ინტერესს სწავლისადმი.
  •  ენის ინსტრუმენტად გამოყენება: ენის შესწავლა ზოგიერთისთვის სამსახურის  ან რაიმე წინსვლის გარანტიას წარმოადგენს.
  •  ნაპერწკალი: ეს არის პირველად აღმოცენებული სურვილი უცხო ენის შესწავლისა. თუ ეს ნაპერწკალი საკმაოდ ძლიერია, იგი ყოველთვის იქნება მამოტივირებელი ძალა.
  • კომუნიკაციის სურვილი: გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ ენის შემსწავლელი ხვდება, რისი თქმა სურს და რისი თქმა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ხდება იგი უფრო მოტივირებული და ცდილობს უფრო გაიწაფოს ენაში. (Edurne Scott, Motivation to Learn Another Language, Sep 2, 2008).

четверг, 13 апреля 2017 г.

სიტყვიერი შექება რუსული ენის გაკვეთილზე

სიტყვიერი შექება-მოტივაციის ამაღლების ერთერთი სტრატეგიაა.
   შექება სტიმულის მომცემია მოსწავლეებისათვის. მათ უჩნდებათ მოსალოდნელი წარმატებების განცდა და ცდილობენ, რომ უფრო გააქტიურდნენ. ეს კი უყალიბებთ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, თვითკონტროლსა და მიზანდასახულობას. უნდა შევაქოთ მოსწავლის კონკრეტული ქმედება, კონკრეტული  დავალების შესრულება.
როგორ შევაქოთ მოსწავლე რუსული ენის გაკვეთილებზე?
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე დავიწყე ჩამოწერა ჩემ მიერ გაკვეთილზე გამოყენებული წამახალისებელი ფრაზების ( პირველი 25 სიაში), შემდეგ დამაინტერესა კოლეგების გამოცდილებამ: რა ფორმებს იყენებენ წახალისების მიზნით. მოვიძიე ინფორმაცია და აი რა მივიღე შედეგად.
                  მოსწავლეების წახალისების 100 ფრაზა.


  1. Восхитительно!                                                
  2. Хорошо делаешь!                                               
  3. Это внушительно!
  4. Невероятно!
  5. Отлично!
  6. Превосходно!
  7. Прекрасной!
  8. Поразительно!
  9. Эффектно!
  10. Молодец!
  11. Хорошо придумано!
  12. Ты преуспеваешь!
  13. Потрясающе!
  14. Остроумно!
  15. Безупречная работа!
  16. То, что надо!
  17. Неплохо!
  18. Чудесно!
  19. Изумительно!
  20. Потрудился на совесть!                                                              
  21. Хорошо организовано!
  22. Это лучше, чем когда-либо!
  23. Хороший ответ!
  24. Ты это заслужил!
  25. Это воля божья!
  26. Оригинально!
  27. В следующий раз будет лучше!
  28. Видишь, какие у тебя способности!
  29. Трудящийся не будет постыжен!
  30. Ну, это событие!
  31. Я знала, что ты можешь это сделать!
  32. Хорошо получается!
  33. Сегодня намного лучше!
  34. Видишь, ты сам справился!
  35. Ты умеешь работать головой!
  36. Сразу видно, что ты хорошо подготовился!
  37. Ты выполняешь задание, просто играя!
  38. Ты на правильно пути!
  39. Это на высшем уровне!
  40. Здорово! С тебя можно брать пример!
  41. Какой прогресс!
  42. Это мне нравится!
  43. Необыкновенно!
  44. Блестяще!
  45. Этим можно гордиться!
  46. Замечательно!
  47. Красота!
  48. Нет слов, чтобы оценить твою работу!
  49. В этом есть своя «изюминка»!
  50. Ты настоящий мастер!

вторник, 11 апреля 2017 г.

ფონეტიკური თამაშები

 

  დიდაქტიკური თამაში არის ისეთი მეთოდი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ახალი მასალის სწრაფად ათვისებაში და ცოდნის გამოყენებაში.
 საგანმანათლებლო თამაშები ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარის ფორმირებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მინდა წარმოგიდგინოთ თამაშები, რომელიც გამოიყენება ფონეტიკის სწავლებისას. ამ თამაშების გამოყენებით იზრდება ინტერესი თემის მიმართ, საგაკვეთილო პროცესი ხდება მეტად სახალისო, იზრდება მოსწავლეების აქტიურობა და მოტივაცია.
1. ამ თამაშს ეწოდება "Слышу-не слышу". მიზანი: ფონემატიკური სმენისა და ბგერების დიფერენციაციის უნარის ფორმირება. მოსწავლეები იყოფებიან ჯგუფებად. მასწავლებელი ასახელებს სიტყვებს, რომლებიც შეიცავენ, მაგალითად, [р ] ან  [л ] ბგერას. თუ სიტყვაში არის ბგერა  [р ], მოსწავლეები იწევენ მარჯვენა ხელს,  [л ] ბგერის შემთხვევაში - მარცხენა ხელს. მაგალითად: бар, бал, жарко, жалко, укол, укор, мир, мил...
ამ თამაშში შეიძლება გამოვიყენოთ რბილი და მაგარი, ჟღერადი და ყრუ თანხმოვანი ბგერების დიფერენცირება. მასწავლებელი ასახელებს სიტყვას. მოსწავლეები მაგარი [ д] და [ т] ბგერების შემთხვევაში ხელს არ იწევენ; თუ კი მასწავლებლის მიერ დასახელებიულ სიტყვაში არის რბილი  [ д'] ან [ т'] - იწევენ ხელს. დაწინაურდება ის გუნდი, რომელის მეტ სწორ პასუხს დააგროვებს.
გამოსაყენებელი სიტყვები:
 [ д] - [ д'] -дом, дай, деньги, едет, идут, день, дядя, один, думай, куда, здорово, диван, пойду, сидеть, вода, радио.
[ т]-[ т']-стена, тут, библиотека, стул, дети, так, парта, на парте, ветер, костюм, ботинки, читаем, тарелка, тыква.
2. ბარათებით თამაში. "Игра в карточки".მიზანი: ასო-ბგერების შეთანხმების და გამოყენების უნარის განვითარება. ბარათები სიტყვების შესწავლის კარგი საშუალებაა. ასო-ბგერის გამოსახულების ბარათებს ამზადებენ ჩემი მოსწავლეები ინდივიდუალურად. მუშაობენ წყვილებში ან ჯგუფურად. მაგალითად: შეადგინონ ორი ან სამმარცვლიანი ციტყვა Ь -ს გამოყენებით, ან რომელი ჯგუფი უფრო მეტ სიტყვას შეადგენს ბგერა [д']-ს გამოყენების. ეტაპობრივად ვართულებთ დავალებებს: შეადგინეთ [в ']  და [в ] ბგერების გამოყენებით  ორსიტყვიანი წინადადება.
3. "გაფუჭებული ტელეფონი."Испорченный телефон" მასწავლებელი ასახელებს იმ ბგერას, რომელიც მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა რთულად ასათვისებელი.
                      პირველი მოსწავლე მოიფიქრებს ციტყვას ამ ბგეგის გამოყენებით, ყურში ჩასჩურჩულებს თავის მეგობარს და ასე შემდეგ...ჯგუფში ბოლო მოთამაშე დაასახელებს სიტყვას, შედეგი იქნება მრავალფეროვანი, შეცდომის შემთხვევაში შეგვიძლია დავადგინოთ სად გაწყდა ხაზი, რომელ ეტაპზე- აღვადგინოთ კავშირი და გავიმეოროთ ეს სიტყვა სწორე გამოთქმით, შეცდომის გარეშე.
 4."Кто правильнее прочитает?" დაფაზე ან მონიტორზე გამოტანილია ლექსი ან მონაკვეთი. მასწავლებელი კითხულობს გამოთქმით, მახვილებისა და ახალი სიტყვების განმარტებით. მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ. 2-3წუთის განმავლობაში. შემდეგ ტექსტი დაიხურება და მოსწავლეები ეჯიბრებიან ზეპირად, გამოთქმით და უსეცდომოდ წაკითხვაში.
გამოსაყენებელი ლექსები:
         ✤ а ✤о✤
Что такое на странице?
Это цифра.
Познакомьтесь-
Единица.
      ✤✤✤
Самолёт летит
Один.
Пешеход идёт
Один.
Солнце на небе.
Оно-
Можно сосчитать-
Одно.     (А.Лайко)
✤✤✤
Где обедал воробей?
В зоопарке у зверей. (С.Маршак)
       ✤[р]✤
Открывает календарь-
Начинается январь.
В январе, в январе
Много снегу на дворе. (С.Маршак)
✤ [ч ] ✤ [ш]
Часовщик, прищурив глаз,
Чинит часики для вас.
Девочки и мальчики
Прыгают как мячики. (С.Маршак)
5."დაფანტული სიტყვები"."Букавы рассыпались". მასწავლებელი წერს თაბახის ფურცელზე სიტყვას, ბავშვებმა რომ ვერ დაინახონ? დაკეცავს და დაჭრის სიტყვას ასოებად. ჯგუფებმა უნდა სწრაფად ააწყონ სიტყვა. გამარჯვებული ფგუფი მოიფიქრებს სიტყვას, ეუბნევა მასწავლებელს და თამაში მეორდება.

     სახალისო თამაშის შერჩევისას ვითვალისწინებ მოსწავლეების სურვილებს, ეს უღვივებს მათ ურთიერთობის სურვილს და უვითარებს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. გაკვეთილი აქტიური და ხალისიანი ხდება.  

воскресенье, 9 апреля 2017 г.

სახალისო კითხვები

   

 მოსწავლეთა ყურადღების  მოპოვება  ჩაუნაცვლებელი წინაპირობაა წარმატებული გაკვეთილისთვის. ამის მისაღწევად სხვადასხვა სტრატეგიას ვიყენებ: უბრალო მხედველობითი კონტაქტი, მოულოდნელი ამბის მოყოლა ან  დამაინტრიგებელი სახალისო კითხვის დასმა. ამ  სახალისო კითხვებს ვიყენებ არა მარტო ყურადღების მოსაზიდად, არამედ გაკვეთილის თემით დასაინტერესებლად.  დამაინტრიგებელი კითხვები უღვივებთ მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობას. სასწავლო წლის ბოლოს მასწავლებელმა შესაძლოა დაგეგმოს და ჩაატარდეს  რუსულ ენაში ვიქტორინა ამ კითხვების გამოყენებით...                   
                                     Занимательные  вопросы    
- Какой знак необходимо поставить в словах из сказки «12 месяцев», чтобы спасти человеку жизнь: «Казнить нельзя помиловать»?(Запятая.)
- Современный русский алфавит – это видоизмененная кириллица. Серьезная реформа русской азбуки была проведена Петром 1. Совершенствуя азбуку, Петр 1 ввел в состав алфавита букву, которая фактически уже употреблялась, но еще не была «законной». Что это за буква? (Э.)
- Какая буква самая молодая в русском алфавите? Известен ее создатель, у нее есть «день рождения», и в 1997 году ей исполнилось 200 лет. (Ё. в 1797г. Писатель Николай Михайлович Карамзин в своем альманахе стихов впервые использовал букву ё.)
- Какая часть речи самая немногочисленная и включает в себя всего несколько десятков слов? (Числительное.)
- Самая лаконичная  в мире переписка состоялась между французским писателем Виктором Гюго и издателем его книги «Отверженные». Гюго послал своему издателю письмо, где стояло только «?». Что получил писатель в ответ? («!»)
- Какую записку оставил Винни-Пух на дверях своего домика для Кристофера Робина?    ( Щасвирнус.)
- Раньше знаки препинания носили другие названия. Например, восклицательный знак – «удивный», точка с запятой – «полуточие» Тире – «молчанка, пресекательный знак»). Как называлась запятая?(Отдохновение.)  
- Есть ли у Земли лицо? (Стереть с лица земли.)
- Может ли горе быть в жидком состоянии? (Хлебнуть горя, испить горя.)
- Есть ли глаза у опасности, правды, смерти? (Смотреть правде в глаза, опасности, смерти.)

суббота, 8 апреля 2017 г.

ინტერაქტიული თამაშები-ტესტები რუსულ ენაში

            Интерактивные игры по русскому языку

ეს სახალისო ინტერაქტიული თამაშები (ტესტები) დაეხმარება მოსწავლეს რუსული ენის უკეთ შესწავლაში, ცოდნის გაღრმავებაში. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ გრამატიკის ცოდნას. ეს თამაშები დაეხმარება მოსწავლეებს ცოდნის თვითშეფასებაში. ინტერაქტიული ტესტების გამოყენება იწვევს საგანის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და მოტივაციის ამაღლებას. (დააწკაპეთ სურათს-გადახვალთ  თამაშზე)
                              «Игра – это искра, зажигающая огонек пытливости и любознательности» 
                                                                                                                              ( В.А. Сухомлинский)
           




вторник, 28 марта 2017 г.

პროექტი-როგორც რუსული ენის სწავლების საუკეთესო მეთოდი

                                                           «Жить — значит иметь проблемы, а решать их —                                                                           значит расти интеллектуально» (Дж. Гилфорд.)

სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ დამანახა, რომ მოსწავლეების ნაწილს უჭირს რუსულ ენაზე კომუნიკაცია და ინტერაქციაში ჩართვა. ამიტომ  ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ აქტიურად ვიყენებ ისეთ არატრადიციულ მეთოდს, როგორიცაა პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება- პროექტი. რუსულის, როგორც უცხო ენის, სწავლების ეფექტური კომუნიკაციური მეთოდია, რომელიც ზრდის მოსწავლეთა ინტერესს რუსული ენის შესწავლის მიმართ. ვცდილობ, რომ მოსწავლეები ჩავრთო სხვადასხვა სახის პროექტებში.  როდესაც კლასში ჩნდება პროექტის განხორციელების იდეა, მოსწავლეებთან ერთად ვსაუბრობ პროექტზე მუშაობის სპეციფიკაზე. ჩემი მოსწავლეები მუშაობის ეტაპებს ადვილად იმახდოვრებენ როდესაც, დაფაზე ვწერ ამ საინტერესო ფაქტს- პროექტით სწავლება რუსულ ენაში შეიცავს ექვს  "პ".                                                                                                 "Проект и шесть "П" : 
⇰ Проблема                                      
⇰Проектирование ( планирование )
⇰Поиск информации
⇰ Продукт
⇰ Презентация
⇰ Шестое "П"- проекта - его Портфолио




 მინდა გაგაცნოთ ჩემ მიერ განხორციელებული პროექტები (გადადით ამ ბმულზე)
         http://xatuna-proeqtebi.blogspot.com/
 ავღნიშნავ, რომ ამ პროექტებზე მოსწავლეები მუშაობდნენ ხალისით, მონდომებით, პროექტებში ჩართულობით განივითარეს ჯგუფური მუშაობის, კვლევითი, პრობლემის გადაჭრის უნარები. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი, უყალიბდებათ და უვითარდებათ პრეზენტაციის წარმართვის უნარი უცხო ენაზე (რუსულ ენაზე). პროექტით სწავლება მიზანმიმართული სწავლების საშუალებას იძლევა, რაც ზრდის ჩემი მოსწავლეების მოტივაციასა და ინტერესს საგნის მიმართ...
                პედაგოგიურ პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ამ მოდელის გამოყენების უმთავრესი მიღწევა ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხია.

воскресенье, 12 марта 2017 г.

მოტივაციის როლი რუსული ენის სწავლების პროცესში


მოგეხსენებათ, რომ მოტივაცია ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა უცხო ენის სწავლების პროცესში. ჩემთვის მნიშვნელოვანია  მოსწავლის მოტივაციის გაზრდა რუსული ენის სწავლებისას. რუსული ენა, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული გრამატიკული სტრუქტურიდ არის ცნობილი. შესაბამისად, ამ სირთულის ფონზე მოტივაცია ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა რუსული ენის შესწავლის პროცესში. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვცდილობ, რომ გავამდიდრო სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების და სტრატეგიების გამოყენებით (დისკუსია, პროექტი, პრეზენტაციები, როლური თამაშები). მოსწავლეების გააქტიურება მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დღოს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა მოსწავლეების ჩაბმა ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში. გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად ვიყენებ განსხვავებული სირთულეების დავალებებს, ვითვალისწინებ მოსწავლეების შესაძლებლობებს,  რომ გავუღვიო მათ ინტერესი რუსული ენის მიმართ. მოსწავლეებს ხშირად უშვებენ  შეცდომებს გრამატიკულ ფორმებში წერისა და ლაპარაკის დროს. მაგრამ, შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. არასოდეს ვაკრიტიკებ მოსწავლეებ საჯაროდ, ვაძლევ საშუალებას, რომ თვითონ გაასწორონ შეცდომები საკუთარ ნაწერში...
    მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება  პედაგოგისთვის წარმოადგენს მუდმივ ზრუნვის საგანს.

суббота, 11 марта 2017 г.

რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას


მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. 
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც სწავლის მოტივაციას განაპირობებს:
1.ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც მას ისეთი უნარები და კომპეტენციები უვითარდება, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციასა და შინაგანი წონასწორობის დამყარებაში.