вторник, 11 апреля 2017 г.

ფონეტიკური თამაშები

 

  დიდაქტიკური თამაში არის ისეთი მეთოდი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ახალი მასალის სწრაფად ათვისებაში და ცოდნის გამოყენებაში.
 საგანმანათლებლო თამაშები ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარის ფორმირებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მინდა წარმოგიდგინოთ თამაშები, რომელიც გამოიყენება ფონეტიკის სწავლებისას. ამ თამაშების გამოყენებით იზრდება ინტერესი თემის მიმართ, საგაკვეთილო პროცესი ხდება მეტად სახალისო, იზრდება მოსწავლეების აქტიურობა და მოტივაცია.
1. ამ თამაშს ეწოდება "Слышу-не слышу". მიზანი: ფონემატიკური სმენისა და ბგერების დიფერენციაციის უნარის ფორმირება. მოსწავლეები იყოფებიან ჯგუფებად. მასწავლებელი ასახელებს სიტყვებს, რომლებიც შეიცავენ, მაგალითად, [р ] ან  [л ] ბგერას. თუ სიტყვაში არის ბგერა  [р ], მოსწავლეები იწევენ მარჯვენა ხელს,  [л ] ბგერის შემთხვევაში - მარცხენა ხელს. მაგალითად: бар, бал, жарко, жалко, укол, укор, мир, мил...
ამ თამაშში შეიძლება გამოვიყენოთ რბილი და მაგარი, ჟღერადი და ყრუ თანხმოვანი ბგერების დიფერენცირება. მასწავლებელი ასახელებს სიტყვას. მოსწავლეები მაგარი [ д] და [ т] ბგერების შემთხვევაში ხელს არ იწევენ; თუ კი მასწავლებლის მიერ დასახელებიულ სიტყვაში არის რბილი  [ д'] ან [ т'] - იწევენ ხელს. დაწინაურდება ის გუნდი, რომელის მეტ სწორ პასუხს დააგროვებს.
გამოსაყენებელი სიტყვები:
 [ д] - [ д'] -дом, дай, деньги, едет, идут, день, дядя, один, думай, куда, здорово, диван, пойду, сидеть, вода, радио.
[ т]-[ т']-стена, тут, библиотека, стул, дети, так, парта, на парте, ветер, костюм, ботинки, читаем, тарелка, тыква.
2. ბარათებით თამაში. "Игра в карточки".მიზანი: ასო-ბგერების შეთანხმების და გამოყენების უნარის განვითარება. ბარათები სიტყვების შესწავლის კარგი საშუალებაა. ასო-ბგერის გამოსახულების ბარათებს ამზადებენ ჩემი მოსწავლეები ინდივიდუალურად. მუშაობენ წყვილებში ან ჯგუფურად. მაგალითად: შეადგინონ ორი ან სამმარცვლიანი ციტყვა Ь -ს გამოყენებით, ან რომელი ჯგუფი უფრო მეტ სიტყვას შეადგენს ბგერა [д']-ს გამოყენების. ეტაპობრივად ვართულებთ დავალებებს: შეადგინეთ [в ']  და [в ] ბგერების გამოყენებით  ორსიტყვიანი წინადადება.
3. "გაფუჭებული ტელეფონი."Испорченный телефон" მასწავლებელი ასახელებს იმ ბგერას, რომელიც მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა რთულად ასათვისებელი.
                      პირველი მოსწავლე მოიფიქრებს ციტყვას ამ ბგეგის გამოყენებით, ყურში ჩასჩურჩულებს თავის მეგობარს და ასე შემდეგ...ჯგუფში ბოლო მოთამაშე დაასახელებს სიტყვას, შედეგი იქნება მრავალფეროვანი, შეცდომის შემთხვევაში შეგვიძლია დავადგინოთ სად გაწყდა ხაზი, რომელ ეტაპზე- აღვადგინოთ კავშირი და გავიმეოროთ ეს სიტყვა სწორე გამოთქმით, შეცდომის გარეშე.
 4."Кто правильнее прочитает?" დაფაზე ან მონიტორზე გამოტანილია ლექსი ან მონაკვეთი. მასწავლებელი კითხულობს გამოთქმით, მახვილებისა და ახალი სიტყვების განმარტებით. მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ. 2-3წუთის განმავლობაში. შემდეგ ტექსტი დაიხურება და მოსწავლეები ეჯიბრებიან ზეპირად, გამოთქმით და უსეცდომოდ წაკითხვაში.
გამოსაყენებელი ლექსები:
         ✤ а ✤о✤
Что такое на странице?
Это цифра.
Познакомьтесь-
Единица.
      ✤✤✤
Самолёт летит
Один.
Пешеход идёт
Один.
Солнце на небе.
Оно-
Можно сосчитать-
Одно.     (А.Лайко)
✤✤✤
Где обедал воробей?
В зоопарке у зверей. (С.Маршак)
       ✤[р]✤
Открывает календарь-
Начинается январь.
В январе, в январе
Много снегу на дворе. (С.Маршак)
✤ [ч ] ✤ [ш]
Часовщик, прищурив глаз,
Чинит часики для вас.
Девочки и мальчики
Прыгают как мячики. (С.Маршак)
5."დაფანტული სიტყვები"."Букавы рассыпались". მასწავლებელი წერს თაბახის ფურცელზე სიტყვას, ბავშვებმა რომ ვერ დაინახონ? დაკეცავს და დაჭრის სიტყვას ასოებად. ჯგუფებმა უნდა სწრაფად ააწყონ სიტყვა. გამარჯვებული ფგუფი მოიფიქრებს სიტყვას, ეუბნევა მასწავლებელს და თამაში მეორდება.

     სახალისო თამაშის შერჩევისას ვითვალისწინებ მოსწავლეების სურვილებს, ეს უღვივებს მათ ურთიერთობის სურვილს და უვითარებს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. გაკვეთილი აქტიური და ხალისიანი ხდება.  

Комментариев нет:

Отправить комментарий