четверг, 20 апреля 2017 г.

სტრატეგია "სინკვეინი"

    "სინკვეინი" (ფრანგ,ხუთსტრიქონიანი ლექსი) კრიტიკული აზროვნების განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიაა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ საგანში, გაკვეთილის პირველ (გამოწვევა)  და  მესამე (რეფლექსია) ფაზაზე.          ხუთსტრიქონიან ლექსში  ნასწავლი თემა სინთეზურად და ლაკონურად უნდა გადმოიცეს. აღნიშნული მეთოდი მოსწავლეს უვითარებს შემოქმედებით უნარს და თვითრეალიზებას. სინკვეინი იწერება განსაზღვრული წესების მიხედვით:

  • პირველ ხაზზე იწერება ერთი სიტყვა (არსებითი სახელი, რომელიც თემას უკავშირდება);
  • მეორე ხაზზე იწერება თემის ოტსიტყვიანი აღწერა (ორი ზედსართავი სახელი);
  • მესამე ხაზზე იწერება თემასთან დაკავშირებული მოქმედება სამი სიტყვით ( სამი ზმნა);
  • მეოთხე ხაზზე მოცემულია მთლიანი ფრაზა, რომლის დახმარებით მოსწავლე გამოთქვანს თავის დამოკიდებულებას თემის მიმართ. ეს შეიძლება იყოს მოკლე ფორმის გამოხატულება, ციტატა ანდა მოსწავლის მიერ შედგენილი ფრაზა;
  • მეხუთე ხაზზე იწერება ერთი სიტყვა - სინონიმი (რეზიუმე), რომელიც თემისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს. 
           ამ სტრატეგიის შედეგად მოსწავლეს შეუძლია: საკუთარი ნააზრევის ფურცელზე თავისუფლად გადატანა, შესწავლილი თემის სწრაფად შეფასება და აზრის წერილობით გადმოცემა. მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური.
      ბავშვები ხალისით და ინტერესით მუშაობენ ასეთ დავალებებზე. წარმოგიდგენთ  ჩემ მოსწავლეების მიერ შედგენილ სინკვეინებს:
თემა "Времена года" ს-1 (მ.რევია "დიოგენე")
სინკვეინის მოდელი 


Лето. 
Жаркое, солнечное. 
Купаться, загорать, веселиться. 
Можно отдыхать весь день. 
Каникулы.

Осень. 
Холодная, пасмурная.
Льёт, идет, стучит. 
Я иду по лужам. 
Дождь

Снег 
Пушистый, мягкий 
Лежит, хрустит, сверкает.
Белоснежный ковёр покрыл землю.
Красота.

Весна. 
Чудесная, теплая. 
Наступает, оживает, согревает. 
Очень красивое время года. 
Тепло.

თემა "Немного о животных" ( ს-3) (მ.რევია "დიოგენე")
Ёжик.
Колючий, серый.
Собирает, пыхтит, шуршит.
Мне нравится ёжик.
Дикое животное.

Медведь. 
Бурый, белый. 
Плавает, рычит, охотится. 
Лучше с ним не встречаться. 
Зверь.

სინკვეინი სინკვეინზე:

სინქვეინი
ლაკონური, სინთეზური
ავითარებს, აჯამებს, ამოწმებს
კრიტიკული აზროვნების განვითარების საშუალება.
სტრატეგია.

წყარი: maswavlebeli.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий