воскресенье, 16 апреля 2017 г.

კრიტიკული აზროვნების განვითარება

   
       ბევრი რამ დაწერილა კრიტიკული აზროვნების შასახებ. სამეცნიერო ლიტერატურაშიც ამ ტერმინის უამრავი განმარტებაა. „კრიტიკული აზროვნება ნიშნავს ცნობისმოყვარეობას, გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენებას, შეკითხვების ჩამოყალიბებას და მათზე პასუხის ძიებას. ის მოიცავს ფაქტების არა მხოლოდ დაფიქსირებას, არამედ მათი მიზეზებისა და შედეგების გარკვევას. კრიტიკული აზროვნება, ერთი მხრივ, თავაზიან სკეპტიციზმს, მეორე მხრივ კი, ჩამოყალიბებული პიროვნული პოზიციის არსებობას გულისხმობს“ „კრიტიკული აზროვნების არსი არც ისე რთულია. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც ზრუნვა საკუთარ აზროვნებაზე. მისი ღირებულებაც მარტივი გასაგებია: თუ ძალგვიძს, ვიზრუნოთ საკუთარ აზროვნებაზე, საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვაც შეგვიძლია, რაც მის გაუმჯობესებას, პოზიტიური მიზნებისკენ მიმართვას გულისხმობს“. „კრიტიკულ აზროვნებას მივყევართ გადაწყვეტილებამდე: რა ვირწმუნოთ და რა არა“. კრიტიკული აზროვნება გონებაში ინფორმაციის შესვლასთან ერთად იწყება და ამ ინფორმაციისადმი პიროვნული პოზიციის გამომუშავებით სრულდება. ესაა აზროვნების ფორმა, რომელიც საკითხის სხვადასხვა პრიზმაში დანახვას, ალტერნატივათა აწონვა-დაწონვასა და გაჩერებას გულისხმობს. ესაა საკითხისადმი არაერთჯერადი და არაერთგვაროვანი მიდგომა, შეკითხვების გზით პრობლემის არსში ჩაძიება, ფიქრი და განსჯა საშუალებათა შესახებ, რაც ოპტიმალური გადაწყვეტილების წინაპირობაა. კრიტიკულად აზროვნება-ესაა დამოუკიდებლად აზროვნება. როცა მეცადინეობა კრიტიკული აზროვნების პრინციპებზეა აგებული, ყოველი მოსწავლე დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარი იდეის, შეფასების, მრწამსის ფორმულირებას. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენ მაგივრად, ეს „პიროვნული“ საზრუნავია. შესაბამისად, აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ხასიათისაა. მოსწავლეს საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულეების საკითხები. (განათლება რედ.)
 1. კრიტიკული აზროვნება - ესაა დამოუკიდებელი აზროვნება. როცა მეცადინეობა კრიტიკული აზროვნების პრინციპზეა აგებული, ყოველი მოსწავლე დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარ იდეას, შეფასებას. აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ხასიათისაა. მოსწავლემ უნდა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულის პრობლემა. 
2.ინფორმაცია- რიტიკული აზროვნების ათვლის სათავეა და არა საბოლოო წერტილი.
ცოდნა აძრავს მოტივაციას, რომლის გარეშე კრიტიკულად აზროვნება შეუძლებელია. ერთი ფასეული აზრის ჩამოყელიბება ზღვა ინფორმაციის (მასალის) გადამუშავებს მოითხოვს. 
3.კრიტიკული აზროვნება იმ საკითხთა დასმით, პრობლემათა განხილვით იწყება, რომელიც გადაჭრას მოითხოვს. ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ  დიუის (X1X ბოლო XXს. პირველი ნახევარი) აზრით, პრობლემებზე ფოკუსირება მოსწავლის ცნობისმოყვარეობას წაახალისებს და კრიტიკული აზროვნებისათვის განაწყობს. "სინამდვილეში ბავშვი მხოლოდ კონკრეტულ პრობლემასთან ჭიდილში, რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიების დროს ფიქრობს." (ფონ დიუი)
 აქედან გამომდინარე, მასწავლებელმა მეცადინეობის მოსამზადებელ ეტაპზე უნდა განსაზღვროს მოსწავლეთათვის სავარაუდო პრობლემათა წრე, შემდეგ დაეხმაროს მათ პრობლემების დამოუკიდებლად ფორმულირებაში მონაცემთა შეგროვებით, ტექსტის ანალიზით. 
4. კრიტიკული აზროვნება მუდამ ისწარაფვის დამაჯერებელი არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პრობლემის მისეული გადაწყვეტის გზებს პოულობს და საკუთარ პოზიციას გონიერი, საფუძვლიანი საბუთებით განამტკიცებს.
 5.კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა. როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: “სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით”. როცა ვკამათობთ, ვკითხულობთ, ვიხილავთ, უარვყობთ და ვცვლით აზრებს, ვაზუსტებთ და ვუღრმავდებით ჩვენსავე პოზიციას.  
 ამიტომ, როდესაც კრიტიკული აზროვნების მიმართულებით წარვმართავ საქმიანობას, ყოველთვის ვცდილობ, გაკვეთილზე წყვილური ან ჯგუფური მუშაობის ფორმები გამოვიყენო. დიდ ყურადღებას ვუთმობ აზრთა ნაყოფიერი გაცვლისათვის საჭირო უნარებს: მოთმინების, მოსმენის, საკუთარი შეხედულებებისადმი პასუხისმგებლობის განვითარებას. 
წყარო:
maswavlebeli.ge 
ენციკლოპედიური ლექსიკონი

Комментариев нет:

Отправить комментарий