- მოსმენა
- ლაპარაკი
- კითხვა
- წერა
ენობრივი ქმედებისათვის მოსწავლეებს სჭირდებათ გარკვეული რაოდენობის ლექსიკა, სინტაქსური კონსტრუქციების ცოდნა, წსორი საწარმოთქმო და ორთოგრაფიული უნარების ფლობა. ენა რომ შეისწავლოს, მოსწავლე უნდა დაეუფლოს შემდეგ ასპექტებს:
ლექსიკა, გრამატიკა, წარმოთქმა და ინტონაცია, მართლწერა.
მასწავლებელმა ეს ელემენტები უნდა მიაწოდოს მოსწავლეს ინტეგრირებულად, რამდენადაც კომუნიკაციაში ყველა ეს ელემენტი თანაბრად მონაწილეობს. კომუნიკაცია კი თანამედროვე გაკვეთილის მიზანია. წარმატებლი კომუნიკაციის დასამყარებლად მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
უცხო კულტურის აღქმა;
ამ კულტურის თავისებურებების სწორად შეფასება;
განსხვავებული კულტურის სათანადოდ დაფასება.
თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის მნიშვნელოვანი პრინციპების ჩამონათვალი:
✤სამეტყველო აქტივობების ერთდროული განვითარება;
✤ენა, როგორც საკომუნიკაციო საშუალება ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში;
✤გრამატიკა, როგორც მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება და არა მიზანი;
✤მშობლიური ენა, როგორც მასალის გაგებისა და ათვისების ხელშემწყობი საშუალება;
✤მრავალენოვნება უცხო ენის გაკვეთილზე, სადაც სხვა უცხო ენების ცოდნა შესასწავლი ენის უკეთესად გაგება/ათვისებაში გამოიყენება;
✤მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება (სამიზნე ჯგუფის კულტურის, მენტალიტეტის, ინტერესების გათვალისწინება);
✤არა მხოლოდ ფაქტების ცოდნა, არამედ უცხო კულტურის გამოცდილების დიფერენცირებული აღქმა;
✤ავთენტური ტექსტების მნიშვნელობა;
✤დავალებათა ტიპები, რომლებიც მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების, კრეატიულობის განვითარებას ემსახურება;
✤მედია-საშუალებების როლი ენის სწავლებაში და სწავლების სხვადასხვა სოციალური ფორმის შეტანა გაკვეთილზე;
✤გაკვეთილის პერსონალიზება, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, იმოქმედოს როგორც ინდივიდმა – უცხო ენის გაკვეთილზე ისაუბროს საკუთარ თავზე და არა სხვაზე;
✤ინტერაქტიული დავალებები, სადაც ყველა მოსწავლე თანაბრად აქტიურია და რომლებიც არა ენობრივ ფორმაზე, არამედ შინაარსზეა ორიენტირებული;
✤დავალებათა დიფერენცირებული შერჩევა – დავალებები, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც დაბალი, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის;
✤ავტონომიური სწავლების ხელშეწყობა, რომლის მიხედვითაც ენის შემსწავლელი ეუფლება იმ ძირითად სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რომლებიც მას დამოუკიდებლად მუშაობისას დაეხმარება და სხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий