среда, 29 марта 2017 г.

ბლოგი - სწავლა-სწავლების უნივერსალური საშუალება


         ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება  და მათი აქტიური ჩართვა სასწავლო  პროცესში. ამ პრობლემის გადაჭრაში მე ხელს მიწყობსსასწავლო რესურსების ეფექტური გამოყენება. არსებობს მრავალი სასწავლო რესურსი, მაგრამ ახლა მინდა ვისაუბრო კერძოდ ბლოგზე, როგორც ერთერთ თანამედროვე და პოპულარულ სასწავლო რესურსზე.
   ვცდილობ, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენო სასწავლო პროცესში. მაქვს სხვადასხვა მიზნით შექმნილი რამოდენიმე ბლოგი.
ჩემი ელექტრონული პორტფოლიო (ნახეთ აქ)( შექმნის მიზანი: პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება, კოლეგებთან თანამშრომლობს ხარისხის ზრდა);
ფასილიტატიროს ბლოგი (ნახეთ აქ) (შექმნის მიზანი: კოლეგებთან თანამშრომლობა და დახმარება პროფესიულ ზრდაში, ინოვაციების გაცნობა და გაზიარება);
 პროექტებისა (ნახეთ აქ) და რესურსების(აქ...) ბლოგები.
ბლოგზე მუშაობა მე მეხმარება პროფესიულ ზრდაში, სწავლების ახალი არატრადიციული მეთოდებისა და ფორმების ძიებაში და ურთიერთგაზიარებაში.
ბლოგი "რუსული ენა და ლიტერატურა" (ნახეთ აქ) შევქმენი მოსწავლეებისთვის. ბლოგი ზრდის რუსული ენის სწავლის  მოტივაციას, სწავლებას ხდის მრავალფეროვანს. ეს ბლოგი რეფლექსიის საუკეთესო საშუალებაა. კლასების მოხედვით ვამზადებ დავალებებს, შესაბამის ინსტრუქციებს, ვამზადებ კითხვარებს, მრავალფეროვან ტესტებს, ბლოგზე ვდებ საინტერესო ბმულებს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით. რაც ბლოგებს ვიყენებ სწავლა- სწავლების პროცესში მივიღე მოსწავლეების, პედაგოგების და სხვა დაინტერესებული პირების ფართო აუდიტორია, ბლოგი გახდა კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება ჩემი  და მოსწავლეების შორის. მოსწავლეებში  ბლოგმა შეუწყო ხელი საგნის დაინტერესებასა და თვითშეფასების ამაღლებას, ისინი ეცნობიან ახალ ტექნოლოგიაბს, უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები.
   სასურველია, რომ ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს ჰქონდეს საკუთარი კომპიუტერი, რომ მათ იგი სასურველ დროსა და სასურველ მიზნით გამოიყენონ...
      ვფიქრობ, რომ მომავალში ბლოგის გამოყენება გახდება განათლების გავრცელებული უნივერსალური მეთოდი...
   
    ახლა მინდა შემოგთავაზოთ  ელექტრონული ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ბლოგის შექმნაში.

გისურვებთ წარმატებებს!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий