вторник, 21 марта 2017 г.

"ბლუმის გვირილა" რუსული ენის გაკვეთილებზე

                           Лучше иногда задавать вопросы, чем знать наперед все ответы. (Дж. Тэрбер)
რუსული, როგორც  უცხო ენის სწავლების პრიორიტეტული მიზანია- განუვითარდეს მოსწავლეს სამეტყველო  და ენობრივი უნარ-ჩვევები. ამ მიზნით ხშირად ვიყენებ სტრატეგიას სახელწოდებით "ბლუმის გვირილა"(იხილეთ აქ). ამ სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის დასმის, დიალოგის გამართვის და საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევები.



  ამ სტრატეგიას ვიყენებ ყველა კლასში, გაკვეთილის პირველ  ან მესამე ფაზაზე. გვირილის შუაგულში ვწერ თემას. დაწყებით საფეხურზე (მე-5 და მე-6 კლასებში) სწავლების პირველ და მეორე დონეზე მოსწავლეებმა, სასურველია, იმუშაონ ჯგუფებში, რადგან ჯგუფში აღმოჩნდება ერთი მოსწავლე მაიც, რომელსაც არ გაუჭირდება შემოქმედებითი და შემაფასებელი კითხვის დასმა, დაეხმარება ჯგუფის წევრებს. მოსწავლეები  შეკითხვებს წერენ ფოთლებზე და აწებებენ თაბახის ფურცელზე...
   როდესაც  სტრატეგიის გამოყენებას ვგეგმავ სწავლების III-VII დონეზე, გაკვეთილის პირვეს ფაზაზე  ჯერ გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, ვთხოვ შეადგინონ კითხვები ამ თემის ირგვლივ, შემდეგ კითხულობენ  ტექსტს და მოიძიებენ  დასმულ შეკითხვებზე პასუხებს.
 სტრატეგია"ბლუმის გვირილა" შეიძლება საშინაო დავალების დროს გამოვიყენოთ- წაკითხული ტექსტის ირგვლივ შევადგინოთ ექვსი სხვადასხვა დანიშნულების შეკითხვა.

Воспроизведение- Простые вопросы
Понимание-Уточняющие вопросы
Применение -Практические вопросы
Анализ - Интерпретационные вопросы
Синтез - Творческие вопросы
Оценка - Оценочные вопросы



გამოყენებული ლიტერატურა:
Загашев И. Умение задавать вопросы. // Перемена, весна 2001 (4). – С. 8–13).

Комментариев нет:

Отправить комментарий