მე-10 კლასში ჩავატარე
სამოდელო გაკვეთილი თემაზე „დუელი XIX საუკუნის რუსეთის
საზოგადოებაში“. გაკვეთილის თემა შინაარსობლივად შეესაბამება სწავლების დონეს ( ს-V მ.ლორთქიფანიძე "რუსული ენა") . გაკვეთილი დავგეგმე და ჩავატარე ინოვაციური მეთოდებს გამოყენებით: „ინსერტი“
(ტექსტის კითხვა ნიშანთა სისტემით), „ბლუმის გვირილა“ და „სინკვეინი“. მუდმივად ვცდლობ
მოვიძიო და საკუთარ პრაქტიკაში აქტიურად დავნერგო სწავლების საინტერესო მეთოდები. ამ
მეთოდების შესახებ შევიტყვე maswavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიებში. სტატიებმა დამაინტერესა
და ჩემს საგანში გამოსაყენებელ ეფექტურ მეთოდებად ჩავთვალი. ვფიქრობ, რომ
ამ მეთოდით შევძელი თითქმის ყველა იმ უნარ-ჩვევების გააქტიურება, რომლის განვითარებასაც
ისახავს მიზნად ენის სწავლება: მოსნენა, ლაპარაკი, წერა. ასევე შევძელი ზოგადი უნარების
განვითარება: გააზრებლი კითხვა, ინფორმაცის კატეგორიზება, არსებული და ახლად მიღებული
ინფორმაციათა შორის კავშირის დამყარება, მყარი ცოდნის კონსტრუირება, კითხვის დასმა,
მიღებული ცოდნის ანალიზი და სინთეზი.
გაკვეთილის პირველ ფაზაზე გამოყენებული ჩემი რესურსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий