пятница, 31 марта 2017 г.

აქტიური მოსმენის ტექნიკის ფლობა

როგორ ვფლობ და ვიყენებ აქტიურ მოსმენის ტექნიკას?
 ამ საკითხით დავინტერესდი, როდესაც ვავსებდი თვითშეფასების კითხვარს. გადავწყვიტე დამედგინა, თუ როგორ ვიყენებ ამ სტრატეგიას სასწავლო პროცესში, ამისათვის დაწვრილებით შევისწავლე ინტერნეტში გამოქვეყნებული რესურსები, რადგან აქტიურ მოსმენის ტექნიკის ფლობაზეა დამოკიდებული მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა, აქტიური მოსმენა ეფექტური კომუნიკაციის საშუალებაა.

                                     აქტიური მოსმენის ტექნიკა:
მოსმენის განწყობა და შესაბამისი სხეულის ენა-მოსმენისას მნიშვნელოვანია ისე განვეწყოთ, რომ მოვახერხოთ თანამოსაუბრის სამყაროს წვდომა და არა საკუთარი ვარაუდების გამოთქმა. ამასვე უნდა მიუთითებდეს თქვენი გამომეტყველება, ჟესტი, მიმიკა...,
არარეფლექსური მოსმენა მოსმენა შეფასების გარეშე , ეს არის ყუადღებიანი დუმილის პროცესი, მხოლოდ პაუზების დროს გამოითქმება   მოკლე სიტყვები: „გავიგე", „აჰა",“დიახ“  დ სხვა,  
გარკვევა და დაზუსტებახდება ღია კითხვების დასმა საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით. კითხვის დასმის სტილიც უნდა იყოს არადირექტიული, მაგ ასე: „ხომ არ მოჰყვებოდით.. „ და არა ასეთი: :აბა, მოყევით.."დაზუსტებისა და გარკვევის მიზნით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ეპატიჟება   მოზარდს, მოძებნოს სხვა სიტყვები აზრის გამოსახატავად:
- რას გულისხმო?
- ხომ არ გაიმეორებდი კიდევ ერთხელ?
- ხომ ვერ ამიხსნიდი ამას უკეთ?
რეფრაზირებათანამოსაუბრის ნათქვამის გამეორება სხვა სიტყვებით, ამით საკუთარ თავსაც ვეხმარებით და თანამოსაუბრესაც, რათა უკეთ გავიგოთ, მან კი უკეთ გამოხატოს თავისი აზრი
შეჯამება რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია, როცა თანამოსაუბრე დიდხანს „ტკეპნის" ერთსა და იგივე ადგილს დისკუსიის დროს, ნათქვამისშეჯამებას, რეზიუმირებას იმ მიზნით, რომ მოსაუბრე დარწმუნდეს -   მისი ნათქვამი სწორადაა გაგებული, მას უსმენენ:
- ამრიგად, მთავარი...
- მაშასადამე, შენ მთავაზობ, რომ...
- თუ სწორად გავიგე, მაშინ...
- თუ ნათქვამს შევაჯამებთ...
გრძნობების არეკვლა -  ამ ხერხით თამნამოსაუბრეს ვაგრძნობინებთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია.  მოსმენის უნარის უმაღლესი დონე - ემპათიური მოსმენაა. ემპათია არის მეორე ადამიანის თანაგრძნობა და თანაგანცდა.   
- მე მაქვს განცდა, რომ შენ...
- ჩემი აზრით, შენ გრძნობ..
                                                                  
                                                                                                               
                                რითი მიხვდებით,რომ ჩვენ აქტიურად გვისმენენ?


არავერბალური კომუნიკაცია: თავის დაკვრა,კონტაქტი თვალებით,წინ გადახრა.
მოკლე პასუხები:ამხნევებენ პიროვნებას ,განაგრძოს საუბარი:დიახ,გასაგებია,ცუდია და ა.შ.
ნათქვამის პერიფრაზირება საკუთარი სიტყვებით:
·                 ადასტურებს,რომ პიროვნებამ გაიგო ის, რისი თქმაც მისთვის   უნდოდათ;
·                 ასრულებს უკუკავშირის ფუნქციას,ეხმარება პიროვნებას ნათქვამის განსჯაში ანუ როგორ გაიგო მისი შინაარსი.
სიცხადის შემტანი /ღია კითხვები,დასმული მოსაუბრის მიერ,რომლების მიუთითებს,რომ მას  ნამდვილად უსმენენ.

რითი მიხვდებით,რომ ჩვენ  ნაწილობრივ გვისმენენ?
·                 მოსაუბრე დაკავებულია სხვა საქმებით(სხვას ესაუბრება,ხატავს,წერს);
·                 მისჩერებია კედელს,იატაკს,იყურება სარკმლიდან;
·                 გაწყვეტინებთ საუბარს და იძლევა რჩევას;
·                 ტოვებს მოუსვენრობის,მოწყენილობის ან მობეზრების შთაბეჭდილებას.

     აქტიური მოსმენის დროს მოსაუბრე-მასწავლებელი თუ მოსაუბრე-მოსწავლე მსმენელისაგან იღებს უკუკავშირს მიწოდებული ინფორმაციის შესახებ როგორც ვერბალური (მეტყველებითი), ისე არავერბალური (არამეტყველებითი) მანიშნებლებით. აქტიური მოსმენა ყველაზე ეფექტურია. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე. აქტიური მოსმენა ეხმარება მოსწავლეს და მასწავლებელს, უკეთ გაიგონ მოწოდებული ინფორმაცია და არ დაამახინჯონ კომუნიკაციის პროცესი.

    კომუნიკაციის ხელოვნებას დაუფლებული პროფესიონალი მასწავლებლები აქტიური მოსმენის სამ ძირითად ვარინატს იყენებენ.ესენია: პერიფრაზი, შეჯამება, დაზუსტება. მასწავლებელი საუბრისას ცდილობს, მოსწავლემ აქტიურად უსმინოს და დროდადრო სთხოვს მსმენელ-მოსწავლეებს, გააკეთონ ამა თუ იმ მოსმენილი მოსაზრების პერიფრაზი, შეჯამება და დაზუსტება. ის ასევე ცდილობს, იყოს აქტიური მსმენელი.

პერიფრაზი – ამ დროს მსმენელი ცდილობს, მოსაუბრის გამონათქვამის გამეორებას თითქმის იმავე სიტყვებით, რომლებსაც თავად მოსაუბრე იყენებს. პერიფრაზის დროს მსმენელი ხაზს უსვამს როგორც მოსაუბრის ემოციას, ასევე მისი გზავნილის შინაარსობრივ მხარეს.
შეჯამება – ამ დროს მსმენელი ცდილობს მოსაუბრის შედარებით ვრცელი გამონათქვამიდან ძირითადი და საკვანძო მომენტების ხაზგასმას და გამეორებას სხვა სიტყვებით. შეჯამება ეხმარება მსმენელსაც და მოსაუბრესაც, მოახდინონ შინაარსის სტრუქტურირება და სწორი აქცენტების დასმა.
დაზუსტება – გულისხმობს დამატებითი კითხვების დასმას და ინფორმაციის მიღებას ბუნდოვანი საკითხების შესახებ, რაც ასევე ხელს უწყობს ინფორმაციის დამახინჯების და არასწორი აღქმის თავიდან არიდებას.
                          როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, გახდნენ უკეთესი მსმენელები? 
სტრატეგია 1 – თქვით ერთხელ
ხშირი გამეორება კლასში ნაკლებ ყურადღებას გამოიწვევს. თუ ბავშვები მიჩვეულნი არიან 2-ჯერ, 3-ჯერ ან მეტჯერ მითითების გაგონებას, პირველად ნათქვამის მოსმენას საჭიროდ აღარ თვლიან. ამიტომ, სასწავლო წლის დასაწყისიდანვე მიაჩვიეთ მოსწავლეები იმას, რომ იშვიათად იმეორებთ ინსტრუქციებს და ისინი ყოველთვის ყურდაცქვეტილნი მოგისმენენ.
სტრატეგია 2 – მიბრუნება და განხილვა
აქტიური მოსმენის მოტივაციის კიდევ ერთი გზაა, მისცეთ ბავშვებს მოსასმენი ამოცანა. მაგალითად: “ახლა მე აღვწერ …… -ის პროცესს. მე რამდენჯერმე შევჩერდები და მოგთხოვთ, მიუბრუნდეთ გვერდით მჯდომს და აუხსნათ, რა გაიგეთ ჩემი ნათქვამიდან.” თქვენ შეგიძლიათ, მოთხოვოთ ბავშვებს, რიგ-რიგობით ახსნან გაგონილი ყოველ ჯერზე, როცა შეჩერდებით. ამავდროულად, დააკვირდეთ მათ საუბარს, რაც ასევე დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად გებულობენ ბავშვები თქვენს ახსნილს.
სტრატეგია 3 – ხელის აწევა
მოსმენის უნარის გასამახვილებლად შესანიშნავი საშუალებაა, მოთხოვოთ ბავშვებს არავერბალური სიგნალების მეშვეობით პასუხი. მაგალითად, უთხარით მათ: “ახლა მე წაგიკითხავთ ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ თვლის იგი, რომ ომი ზოგჯერ საჭიროა. როდესაც დავასრულებ, თქვენს აზრს დააფიქსირებთ ხელის აწევით: აწიეთ 1 თითი, თუ ეთანხმებით მოსაზრებას; 2 თითი – თუ ეწინააღმდეგებით და 3 თითი – თუ ზუსტად ვერ გადაწყვეტთ, ან კითხვები გაგიჩნდებათ.” ეს სტრატეგია მთელი კლასის ჩართულობას იწვევს აქტივობაში და ასევე ფავორიტია მორცხვი ბავშვებისა, რომელთაც თავიანთი “ხმის” დაფიქსირების საშუალება ეძლევათ.
სტრატეგია 4 – მოსმენა და პერიფრაზირება
იმისათვის, რომ ბავშვებმა თავი შეიკავონ ლაპარაკისგან და ყურადღებით მოისმინონ, სცადეთ ეს სტრატეგია:
1. როდესაც მოსწავლეები წყვილებად ან ჯგუფებად არიან დაყოფილნი, აირჩიეთ ერთი მომხსენებელი (თავადვე დანომრონ რიგ-რიგობით).
2. მოთხოვეთ დანარჩენებს სრულად მოუსმინონ მომხსენებელს საუბრის დასრულებამდე. თავიდან აიცილეთ მათი ჩარევა, სანამ იგი საუბრობს.
3. მომხსენებლის საუბრის დასრულების შემდეგ, მეორე ემზადება და მისი პარტნიორის მიერ წარმოთქმული მოსაზრების პერიფრაზს ახდენს: “ესე იგი, შენი აზრით…” “შენ არ ხარ დარწმუნებული, რომ…”.
4. ამის შემდეგ კი, იგი უკვე საკუთარ აზრს აფიქსირებს: “მე კი ვფიქრობ…”, “მე არა მგონია…”.
ამგვარი დისკუსია ეხმარება მოსწავლეებს, ჩამოიყალიბონ მოსმენისა და საუბრის კულტურა.
სტრატეგია 5 – კითხვების დასმა
როცა მოსწავლეები ვინმეს სიტყვით გამოსვლას უსმენენ, უყურებენ დოკუმენტურ ფილმს ან ისმენენ ხმამაღლა წაკითხულ ისტორიას, რამდენჯერმე შეაჩერეთ იგი და თხოვეთ ბავშვებს, დაწერონ 1-2 შეკითხვა მოსმენილის შესახებ. ამ გზით მოსწავლეები აქტიურად უსმენენ და დაბნეულობის ან რაიმე საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი კითხვები ჩამოაყალიბონ. ამისათვის კონცენტრირება და ყურადღებაა საჭირო.
   აქტიური მოსმენა იძლევა დასაბუთებას, რომ მიმღებმა-მასწავლებელმა თუ მიმღებმა-მოსწავლემ სწორად გაიგო მიწოდებული ინფორმაცია. ეს კი, თავის მხრივ, უბიძგებს გადამცემს, გააგრძელოს საუბარი, რათა უფრო ღრმად განიხილოს საკითხი.
   ასეთია ეფექტური კომუნიკაცია საკლასო ოთახში...

გამოყენებული ლიტერატურა: (გადადით ბმულებზე)

четверг, 30 марта 2017 г.

კოგნიტური დიაგრამები

  ვენის დიაგრამა
"ვენის დიაგრამას" ვიყენებ გაკვეთილის სამივე ფაზაზე (გამოწვევა, შინაარსის რეალიზება, რეფლექსია).

 "ვენის დიაგრამა" -კოგნიტური სქემაა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმაში. იმის მიხედვით, თუ რა მიზანი მაქვს დასახული გაკვეთილზე და მჭირდება კონკრეტული თემის შესწავლისას, მე ხშირად მიწევს უკვე არსებული სქემის გადამუშავება. ვენის დიაგრამას ხშირად ვიყენებ ორ ან მეტ პერსონაჟს შორის მსგავსებისა და განსხვავების გასაანალიზებლად. ამ დიაგრამის მეშვეობით მოსწავლე:

  • ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
  • ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
  • შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების  უნარ-ჩვევები;
უყელიბდებათ  კრიტიკული აზროვნება.
 სასწავლო პროცესში  ხშირად ვიყენებ ამ სტრატეგიას. მაგალითად,  თემა "Разделительные Ь  и Ъ знаки".(ს-I ) ვენის დიაგრამის მეშვეობთ ვანაწევრებთ განსხვავებასა და საერთოს  ამ ორი ასოს შორის.  მივიღებთ დაახლოვებით ასეთ დიაგრამას

среда, 29 марта 2017 г.

ბლოგი - სწავლა-სწავლების უნივერსალური საშუალება


         ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება  და მათი აქტიური ჩართვა სასწავლო  პროცესში. ამ პრობლემის გადაჭრაში მე ხელს მიწყობსსასწავლო რესურსების ეფექტური გამოყენება. არსებობს მრავალი სასწავლო რესურსი, მაგრამ ახლა მინდა ვისაუბრო კერძოდ ბლოგზე, როგორც ერთერთ თანამედროვე და პოპულარულ სასწავლო რესურსზე.
   ვცდილობ, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენო სასწავლო პროცესში. მაქვს სხვადასხვა მიზნით შექმნილი რამოდენიმე ბლოგი.
ჩემი ელექტრონული პორტფოლიო (ნახეთ აქ)( შექმნის მიზანი: პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება, კოლეგებთან თანამშრომლობს ხარისხის ზრდა);
ფასილიტატიროს ბლოგი (ნახეთ აქ) (შექმნის მიზანი: კოლეგებთან თანამშრომლობა და დახმარება პროფესიულ ზრდაში, ინოვაციების გაცნობა და გაზიარება);
 პროექტებისა (ნახეთ აქ) და რესურსების(აქ...) ბლოგები.
ბლოგზე მუშაობა მე მეხმარება პროფესიულ ზრდაში, სწავლების ახალი არატრადიციული მეთოდებისა და ფორმების ძიებაში და ურთიერთგაზიარებაში.
ბლოგი "რუსული ენა და ლიტერატურა" (ნახეთ აქ) შევქმენი მოსწავლეებისთვის. ბლოგი ზრდის რუსული ენის სწავლის  მოტივაციას, სწავლებას ხდის მრავალფეროვანს. ეს ბლოგი რეფლექსიის საუკეთესო საშუალებაა. კლასების მოხედვით ვამზადებ დავალებებს, შესაბამის ინსტრუქციებს, ვამზადებ კითხვარებს, მრავალფეროვან ტესტებს, ბლოგზე ვდებ საინტერესო ბმულებს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით. რაც ბლოგებს ვიყენებ სწავლა- სწავლების პროცესში მივიღე მოსწავლეების, პედაგოგების და სხვა დაინტერესებული პირების ფართო აუდიტორია, ბლოგი გახდა კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება ჩემი  და მოსწავლეების შორის. მოსწავლეებში  ბლოგმა შეუწყო ხელი საგნის დაინტერესებასა და თვითშეფასების ამაღლებას, ისინი ეცნობიან ახალ ტექნოლოგიაბს, უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები.
   სასურველია, რომ ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს ჰქონდეს საკუთარი კომპიუტერი, რომ მათ იგი სასურველ დროსა და სასურველ მიზნით გამოიყენონ...
      ვფიქრობ, რომ მომავალში ბლოგის გამოყენება გახდება განათლების გავრცელებული უნივერსალური მეთოდი...
   
    ახლა მინდა შემოგთავაზოთ  ელექტრონული ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ბლოგის შექმნაში.

გისურვებთ წარმატებებს!!!

вторник, 28 марта 2017 г.

პროექტი-როგორც რუსული ენის სწავლების საუკეთესო მეთოდი

                                                           «Жить — значит иметь проблемы, а решать их —                                                                           значит расти интеллектуально» (Дж. Гилфорд.)

სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ დამანახა, რომ მოსწავლეების ნაწილს უჭირს რუსულ ენაზე კომუნიკაცია და ინტერაქციაში ჩართვა. ამიტომ  ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ აქტიურად ვიყენებ ისეთ არატრადიციულ მეთოდს, როგორიცაა პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება- პროექტი. რუსულის, როგორც უცხო ენის, სწავლების ეფექტური კომუნიკაციური მეთოდია, რომელიც ზრდის მოსწავლეთა ინტერესს რუსული ენის შესწავლის მიმართ. ვცდილობ, რომ მოსწავლეები ჩავრთო სხვადასხვა სახის პროექტებში.  როდესაც კლასში ჩნდება პროექტის განხორციელების იდეა, მოსწავლეებთან ერთად ვსაუბრობ პროექტზე მუშაობის სპეციფიკაზე. ჩემი მოსწავლეები მუშაობის ეტაპებს ადვილად იმახდოვრებენ როდესაც, დაფაზე ვწერ ამ საინტერესო ფაქტს- პროექტით სწავლება რუსულ ენაში შეიცავს ექვს  "პ".                                                                                                 "Проект и шесть "П" : 
 Проблема                                      
Проектирование ( планирование )
Поиск информации
Продукт
Презентация
Шестое "П"- проекта - его Портфолио




 მინდა გაგაცნოთ ჩემ მიერ განხორციელებული პროექტები (გადადით ამ ბმულზე)
         http://xatuna-proeqtebi.blogspot.com/
 ავღნიშნავ, რომ ამ პროექტებზე მოსწავლეები მუშაობდნენ ხალისით, მონდომებით, პროექტებში ჩართულობით განივითარეს ჯგუფური მუშაობის, კვლევითი, პრობლემის გადაჭრის უნარები. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი, უყალიბდებათ და უვითარდებათ პრეზენტაციის წარმართვის უნარი უცხო ენაზე (რუსულ ენაზე). პროექტით სწავლება მიზანმიმართული სწავლების საშუალებას იძლევა, რაც ზრდის ჩემი მოსწავლეების მოტივაციასა და ინტერესს საგნის მიმართ...
                პედაგოგიურ პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ამ მოდელის გამოყენების უმთავრესი მიღწევა ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხია.

воскресенье, 26 марта 2017 г.

პროექტის დაგეგმვა (რჩევები)

გაეცანი ქვემოთ მოცემულ ბმულებსა და გრაფიკული ელემენტებს.  აღნიშნული რესურსები გადაგიჭრით პროექტის სწორედ დაგეგმვის და განხორციელების პრობლემას.









 სასარგებლო რჩევები სასკოლო პროექტებზე
როგორ ვიმუშაოთ პროექტზე: იდეა და დაგეგმვა
⏬                                                                                                                                     ⏬                        
                                             

вторник, 21 марта 2017 г.

"ბლუმის გვირილა" რუსული ენის გაკვეთილებზე

                           Лучше иногда задавать вопросы, чем знать наперед все ответы. (Дж. Тэрбер)
რუსული, როგორც  უცხო ენის სწავლების პრიორიტეტული მიზანია- განუვითარდეს მოსწავლეს სამეტყველო  და ენობრივი უნარ-ჩვევები. ამ მიზნით ხშირად ვიყენებ სტრატეგიას სახელწოდებით "ბლუმის გვირილა"(იხილეთ აქ). ამ სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის დასმის, დიალოგის გამართვის და საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევები.



  ამ სტრატეგიას ვიყენებ ყველა კლასში, გაკვეთილის პირველ  ან მესამე ფაზაზე. გვირილის შუაგულში ვწერ თემას. დაწყებით საფეხურზე (მე-5 და მე-6 კლასებში) სწავლების პირველ და მეორე დონეზე მოსწავლეებმა, სასურველია, იმუშაონ ჯგუფებში, რადგან ჯგუფში აღმოჩნდება ერთი მოსწავლე მაიც, რომელსაც არ გაუჭირდება შემოქმედებითი და შემაფასებელი კითხვის დასმა, დაეხმარება ჯგუფის წევრებს. მოსწავლეები  შეკითხვებს წერენ ფოთლებზე და აწებებენ თაბახის ფურცელზე...
   როდესაც  სტრატეგიის გამოყენებას ვგეგმავ სწავლების III-VII დონეზე, გაკვეთილის პირვეს ფაზაზე  ჯერ გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, ვთხოვ შეადგინონ კითხვები ამ თემის ირგვლივ, შემდეგ კითხულობენ  ტექსტს და მოიძიებენ  დასმულ შეკითხვებზე პასუხებს.
 სტრატეგია"ბლუმის გვირილა" შეიძლება საშინაო დავალების დროს გამოვიყენოთ- წაკითხული ტექსტის ირგვლივ შევადგინოთ ექვსი სხვადასხვა დანიშნულების შეკითხვა.

Воспроизведение- Простые вопросы
Понимание-Уточняющие вопросы
Применение -Практические вопросы
Анализ - Интерпретационные вопросы
Синтез - Творческие вопросы
Оценка - Оценочные вопросы



გამოყენებული ლიტერატურა:
Загашев И. Умение задавать вопросы. // Перемена, весна 2001 (4). – С. 8–13).

понедельник, 20 марта 2017 г.

რუსული ენის გაკვეთილები და ბლუმის ტაქსონომია


ბლუმის ტაქსონომია არის პედაგოგიური მიზნებისათვის შექმნილი კოგნიტური (შემეცნებითი) იერარქიული სისტემა. ტაქსონომია ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას. იგი ბერძნული სიტყვაა (Taxis  და  nomos), რაც ნიშნავს დიფერენცირებას რიგისა და კანონის მიხედვით.
  ბლუმის ტაქსონომიას მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში. რუსული ენის პედაგოგებს ბლუმის სააზროვნო უნარების კლასიფიკაცია სქემატურად ქვემოთ მოცემლი გრაფიკული ელემენტების სახით შემიძლია წარვუდგინო.  ⇓


ბლუმის ტაქსონომია უმთავრესად სხავადასხვა დავალებათა კლასიფიკაციის დროს გამოიყენება. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტურად გამოვიყენებთ სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსული ენის სწავლებისას, რომლის ძირითადი მიზნებია; მოსწავლეს გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი, ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ - კულტურული მრავალფეროვნების მიმართ, განუვითარდეს სამეტყველო უნარები ( მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) რუსულ ენაზე. რუსული, როგორც უცხო ენის სასწავლება ითვალისწინებს საკმაოდ ფართო და მრავალმხრივ ამოცანების გადაჭრას.   ამიტომ მეტად მნიშვლნელოვანია მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩავა,
       რუსული ენის გაკვეთილის ფარგლებში შემოგთავაზებთ დავალებათა დონეების მრავალფეროვნებას, დონეებთან დაკავშირებული ზმნების და შესაბამისი აქტივობების მაგალითებს.
             Таксономия мыслительных умений Блума (глаголы действия)

Уровень
Определение
Что делает учитель
Что делает учащийся
Какие ключевые термины используются для побуждения учащихся
Знание
Определение и отбор информации
Рассказывает, показывает, направляет
Воспринимает, запоминает, распознает
Перечислите, запомните, назовите
Понима-ние
Понимание предоставленной информации; формулирование проблемы собственными словами
Сравнивает, противопоставляет, демонстрирует
Объясняет, преобразовывает,  демонстрирует
Обсудите, определите, расскажите
Применение
Использование понятий в новых ситуациях
Наблюдает, помогает, критикует
Решает проблемы, демонстрирует знания
Примените,
измените, выберите, классифицируйте, завершите, продемонстрируйте, обнаружьте, инсценируйте,  исследуйте, интерпретируйте, соотнесите, покажите, сделайте набросок,используйте

 Анализ
Разбиение информации на связанные части
Направляет, исследует, информирует
Разделяет, обсуждает, раскрывает
Проанализируйте, оцените, сгруппируйте, классифицируйте, сравните, свяжите, противопоставьте, критикуйте, обсудите, различите, разделите, исследуйте, объясните, выведите, упорядочьте, соотнесите, выберите, разделите, проверьте

Синтез
Компиляция информации
Обобщает, оценивает, рассуждает
Обобщает, формулирует, планирует
Сгруппируйте, соберите, скомбинируйте, составьте, создайте, разработайте, сформулируйте, обобщите, объедините, придумайте, организуйте, спланируйте, подготовьте, предложите, перегруппируйте, перепишите, замените
Оценка
Оценивание на основе критериев
Уточняет, допускает, гармонизирует
Дискутирует, оценивает, выбирает
Докажите,  выберите, сделайте вывод, убедите, решите,  обоснуйте,  объясните,  предскажите, порекомендуйте, выделите, поддержите, проверьте, оцените
თუ კი ჩვენ, უცხო ენის მასწავლებლებმა, სასწავლო მიზნების კლასიფიკაცია:
➽დავინახეთ ამ "ვარდში";
➽გავიაზრებთ ამ  "პირამიდის" დახმარებით;
➽გამოვიყენებთ "ხე"- სასწავლო მიზნებით/დავალებებით დახუნძლულ ვაშლების ან მსხლების სახით;
➽გავაანალიზებთ კოლეგებთან ან მოსწავლეებთან ფილმს;
➽შევქმნით საკუთარ რესურსებს/პროდუქტს, გალამაზებულს მრავალფეროვანი ვებ-ლოგოებით;
➽შევქმნით  "ბლუმის" საკუთარ იმტერპრეტაციას,
 უნდა ვიმედოვნოთ, რომ ხვალინდელი გაკვეთილი დღევანდელზე  უფრო განსხვავებული და საინტერესო იქნება.
    ჩვენს წინაშეა მოდელი, რომელიც დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში...


წყარო:  ბლუმის სააზროვნო დონეების შესაბამისი დავალებების შექმნა ძირითადი სიტყვების გამოყენებით ( აქ...)

суббота, 18 марта 2017 г.

სწავლების სამფაზიანი მოდული


☝ მოლოდინების განსაზღვრა (გამოწვევა)  
 მოცემულ საგანზე, მოვლენაზე, ადრე მიღებული ცოდნის "გამოწვევის" ფაზა:

  • სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინების განსაზღვრა;
  • შინაარსთან დაკავშირებით წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება;
  • წინარე ცოდნის არაფორმალური შეფასება;
  • პოზიტიური განწყობის შექმნა, ყურედღების კონცენტრირება, ინტერესისა და სწავლის მოტივაციის გაღვივება.

 ცოდნის კონსტრუირება (შინაარსის რეალიზება)

  • სასწავლო მასალის გაცნობა;
  • ინფორმაციის მოძიება დამუშავება;
  • ახალი ცოდნის კონსტრუირება;
  • ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოკვეთა;
  • შეკითხების დასმა;
  • მოლოდინების გადახედვა და რეალურ პროცესთან შედარება.
გამთლიანება (რეფლექსია)
  • ძირითადი იდეების შეჯამება;
  • ჩამოყალიბებული შეხედულებების გაზიარება;
  • პიროვნული გამოხმაურება;
  • მიღებული ცოდნის მნიშვნელიბისა და სარგებლიანობის განსაზღვრა;
  • ცოდნის გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების ჩამოყალიბება;
  • სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეფასება.
Три стадии урока:
  3. Рефлексия 
                ⇮
  2. Осмысление содержания
                ⇯
  1. Вызов  



 1.Первая стадия – «вызов»
    АКТИВИЗИРУЮТСЯ ЗНАНИЯ; 
  - ПРОБУЖДАЕТСЯ ИНТЕРЕС К ТЕМЕ; 
 - ОПРЕДЕЛЯЮТСЯ ЦЕЛИ ИЗУЧЕНИЯ УЧЕБНОГО МАТЕРИАЛА;
 - «ЛЮБОЕ МНЕНИЕ УЧАЩЕГОСЯ ЦЕННО.

  2. Осмысление содержания

- НЕПОСРЕДСТВЕННАЯ РАБОТА С ТЕКСТОМ;
 - ПРОЦЕСС СОПРОВОЖДАЕТСЯ ДЕЙСТВИЯМИ УЧЕНИКА; 
- «ТЕКСТ» , ПИСЬМЕННЫЙ ТЕКСТ, РЕЧЬ ПРЕПОДАВАТЕЛЯ, ВИДЕОМАТЕРИАЛ.

  3. Рефлексия 
- УЧЕНИК ФОРМИРУЕТ ЛИЧНОСТНОЕ ОТНОШЕНИЕ К ТЕКСТУ И ФИКСИРУЕТ ЕГО С ПОМОЩЬЮ СОБСТВЕННОГО ТЕКСТА ИЛИ СВОЕЙ ПОЗИЦИИ В ДИСКУССИИ; 
- ПРОИСХОДИТ АКТИВНОЕ ПЕРЕОСМЫСЛЕНИЕ СОБСТВЕННЫХ ПРЕДСТАВЛЕНИЙ.

пятница, 17 марта 2017 г.

ეფექტური სასწავლო პროცესის დაგეგმვა


      მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლის ნიჭზე და უნარზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს სწავლება კლასში. ჩვენ, პედაგოგებმა, უნდა შიუწყოთ მოსწავლეებში მოტივაციის, რწმენის ჩამოყალიბებას, შევქმნათ კლასში თბილი და მეგობრული დამოკიდებულება.უნდა შეგვეძლოს  ეფექტიანი სასწავლო გარემის შექმნა და მოქნილი გაკვეთილის დაგეგმვა.ამისათვის სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მე ხშირად ვიყებებ მასალას და ვითვალისწინებ იმ რჩევებს, რომელიც მოგვაწოდა ქალბატონმა სოფიკო ლობჟანიძემ შემდეგ ნამუშევრებში:
1."როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი?"(ნახეთ აქ ...)
2."სასწავლო პროცესის დაგეგმვა"(ნახეთ აქ, დააწკაპეთ და გადახვალთ ბმულზე)

среда, 15 марта 2017 г.

ელექტრონული სახელმძღვანელოები


ამ პოსტზე ნახავთ იმ ელექტრონულ სახელმძღვანელოებს, რომლებიც ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა  და სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადებას. ამ მასალას გამოიყენებს ყველა საგნის მასწავლებელი.




ეფექტური სწავლება სკოლაში – რ. მარზანო;
პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი – ჯ. თერნბული;
ინტერკულტურული განათლება;
მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო;
მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო;
კლასის მართვა (ფილმი და სახელმძღვანელო);
ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები მასწავლებლებისთვის;
სტატიები განათლების საკითხებზე;
”კითხვის ეფექტური მეთოდები” გზამკვლევი.

вторник, 14 марта 2017 г.

უცხოური ენის ეფექტიანი გაკვეთილი


 ყველა მასწავლებელი უნდა ისახავდეს მიზნად  ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებას. კარგად დაგეგმილი და წარმართული გაკვეთილის საშუალებით მოსწავლეთა მოტივირებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას უწყობს ხელს. სწორედ კარგად დაგეგმილ ეფექტიან გაკვეთილის წარმართვის შედეგად შეძლებენ მოსწავლეები მიზანმიმართულად გამოიყენონ რუსული ენა სხვადასხვა სიტუაციაში. შესაძლებელია ორმა მასწავლებელმა ჩაატაროს გაკვეთილი ერთი და იმავე წიგნით და ერთი და იმავე გეგმით, მაგრამ გავიდნენ სხვადასხვა შედეგებზე. ამიტომ უცხო ენის ეფექტიან გაკვეთილს აქვს თავისი სპეციფიკური მახასიათებლები.
     1. გაკვეთილში უნდა იყოს ასახული მაღალი პროფესიული სტანდარტები. საქართველოში, ასევე როგორს სხვა მრავალ ქვეყანაში არსებობს უცხოური ენის მასწავლებლის სტანდარტი, რომელიც ზესტად ასახავს, რა ცოდნა და უნარები მოეთხოვება მასწავლებელს. სტანდარტი მოიცავს იმ მეთოდებს და უნარებს. რაც მასწავლებელს უნდა ჰქონდეს.
   2.გაკვეთილი უნდა ასახავდეს ენის სწავლების ძირეთად პრინციპებს. თითოეულ გაკვეთილში უნდა გამოჩნდეს უცხოური ენის სწავლა- სწავლების, მოსწავლეთა საჭიროებების ანალიზისა და მათი სწავლის სტილების,ასევე ენის ბუნების საფუძვლიანი ცოდნა.
  3.გაკვეთილი უნდა ისახავდეს მიზნად კონკრეტულ შედეგებზე გასვლასსასწავლო მიზნების ფორმულირებისას უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ზმნები - გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: წაიკითხავენ, ადაწერენ, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, მოისმენენ და გააანალიზებენ, შეაფასებენ ...სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან და მოსწავლეთა საჭიროებიდან, მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან.
  4.გაკვეთილზე უნდა მიეცეს მოსწევლეებს შესაძლებლობა რუსული ენა გამოიყენონ სხვადასხვა კონტექსტში. ამისათვის მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ ენის სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები, რომელიც მოსცემს მოსწავლეს საშუალებას გამოიყენონ რუსული ენა, აქტიურად ჩავრთად ყველა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში.
  5 გაკვეთილზე უნდა იყოს ეფექტურად წარმართული. ამისათვის უნდა ვიზრუნოთ პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე, მასწავლებელს უნდა შეეძლოს კლასის მართვა, აკონტროლოს მოსწავლეთა ქცევა.
  6.გაკვეთილი უნდა წარმოადგენდეს სასწავლო აქტივობების მთლიანობას.ენის გაკვეთილი წარმოადგენს აქტივობების ერთობლიობას, რომელთაც მივყავართ გაკვეთილის მიზნისაკენ. გაკვეთილის სტრუქტურის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაართმევს მასწავლებელი თავს გაკვეთილის სამ ფაზას.
  7.გაკვეთილზე უნდა შეიქმნას მომატივირებელი ატმოსფერო, რადგან ყველა მოსწავლე ერთნაირად არ არის განწყობილი უცხოური ენის გაკვეთილის მიმართ.
8. გაკვეთილზე უნდა ჩანდეს მასწავლებლის ინდივიდუალურობა. საკუთარი სტილი. ყველაზე დიდი გამოწვევა ენის მასწავლებლებისათვის მაინც მოსწავლეთა დაინტერესებაა. ამის გადასაჭრელად კი უნდა გვახსოვდეს, რომ ენის გაკვეთილები გავხადოთ სახალისო, ნაკლებად დამღლელი და მოსწავლეების პირად ინტერესებს მორგებული. (წყარო maswavlebeli.ge )



Эффективный урок
 1. Высокое научное обоснование стратегии и тактики управления познавательной деятельностью учащихся на основе закономерностей и принципов обучения;
 2. Напряженная, посильная, в совершенстве организованная и результативная познавательная работа всех учащихся; 
3. Тщательная диагностика причин, влияющих на качество занятий; 
4. Творческий, нестандартный подход к решению конкретных задач в соответствии с имеющимися условиями и возможностями; 
5. Дифференцированный подход к отдельным группам учащихся; 
6. Эффективное использование каждой рабочей минуты учебного занятия; 
7. Атмосфера, соревнования, деловитость, стимулирование, дружеское общение, высокая ответственность всех участников учебно-воспитательного процесса по результатам совместной работы.

     Эффективный урок должен быть ориентированным на создание ситуации успеха участников урока, потому что современный урок сегодня-это активная (самостоятельная) деятельность. Эффективный урок формирует у его участников креативность, коммуникабельность, разного рода компетентности, когда участники урока максимально раскрывают свои способности, толерантны друг к другу.
▰уровень проведения и успешность урока зависит только от личности учителя, мастера; 
▰ уровень проведения и успешность урока зависит от запаса знаний учителя, мастера; 
▰ уровень проведения и успешность урока зависит только от уровня подготовленности учащихся; 
▰ уровень проведения и успешность урока зависит от мастерства учителя, мастера и знаний учащихся в равной степени.

понедельник, 13 марта 2017 г.

უცხო ენის თანამედროვე გაკვეთილი

     უცხო ენის ასათვისებლად უამრავი ელემენტია გასათვალისწინებელი. ადრე უცხო ენის გაკვეთილის მიზანი გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების თარგმნა იყო. დღეს უცხო ენის გაკვეთილის მიზანს შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია და შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწორად აღქმა წარმოადგენს. ენის ათვისება ხდება შინაარსზე ორიენტირებული დისკუსიებისა და კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი დავალებების გზით. დღეს უცხო ენის სწავლების ძირითად მიზანია მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.  მოსწავლემ რომ შეძლოს კომუნიკაციის დამყარება, მას უნდა გამოუმუშავდეს შემდეგი უნარები:

  • მოსმენა
  • ლაპარაკი
  • კითხვა
  • წერა
   ენობრივი ქმედებისათვის მოსწავლეებს სჭირდებათ გარკვეული რაოდენობის ლექსიკა, სინტაქსური კონსტრუქციების ცოდნა, წსორი საწარმოთქმო და ორთოგრაფიული უნარების ფლობა. ენა რომ შეისწავლოს, მოსწავლე უნდა დაეუფლოს შემდეგ ასპექტებს:
ლექსიკა, გრამატიკა, წარმოთქმა და ინტონაცია, მართლწერა.
   მასწავლებელმა ეს ელემენტები უნდა მიაწოდოს  მოსწავლეს ინტეგრირებულად, რამდენადაც კომუნიკაციაში ყველა ეს ელემენტი თანაბრად მონაწილეობს. კომუნიკაცია  კი  თანამედროვე გაკვეთილის მიზანია. წარმატებლი კომუნიკაციის დასამყარებლად მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
უცხო კულტურის აღქმა;
ამ კულტურის თავისებურებების სწორად შეფასება;
განსხვავებული კულტურის სათანადოდ დაფასება.
თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის მნიშვნელოვანი პრინციპების ჩამონათვალი:
✤სამეტყველო აქტივობების ერთდროული განვითარება;
✤ენა, როგორც საკომუნიკაციო საშუალება ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში;
✤გრამატიკა, როგორც მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება და არა მიზანი;
✤მშობლიური ენა, როგორც მასალის გაგებისა და ათვისების ხელშემწყობი საშუალება;
✤მრავალენოვნება უცხო ენის გაკვეთილზე, სადაც სხვა უცხო ენების ცოდნა შესასწავლი ენის უკეთესად გაგება/ათვისებაში გამოიყენება;
✤მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება (სამიზნე ჯგუფის კულტურის, მენტალიტეტის, ინტერესების გათვალისწინება);
✤არა მხოლოდ ფაქტების ცოდნა, არამედ უცხო კულტურის გამოცდილების დიფერენცირებული აღქმა;
✤ავთენტური ტექსტების მნიშვნელობა; 
✤დავალებათა ტიპები, რომლებიც მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების, კრეატიულობის განვითარებას ემსახურება;
მედია-საშუალებების როლი ენის სწავლებაში და სწავლების სხვადასხვა სოციალური ფორმის შეტანა გაკვეთილზე;
✤გაკვეთილის პერსონალიზება, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, იმოქმედოს როგორც ინდივიდმა – უცხო ენის გაკვეთილზე ისაუბროს საკუთარ თავზე და არა სხვაზე;
✤ინტერაქტიული დავალებები, სადაც ყველა მოსწავლე თანაბრად აქტიურია და რომლებიც არა ენობრივ ფორმაზე, არამედ შინაარსზეა ორიენტირებული;
✤დავალებათა დიფერენცირებული შერჩევა – დავალებები, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც დაბალი, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის;
✤ავტონომიური სწავლების ხელშეწყობა, რომლის მიხედვითაც ენის შემსწავლელი ეუფლება იმ ძირითად სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რომლებიც მას დამოუკიდებლად მუშაობისას დაეხმარება და სხვა.