среда, 24 мая 2017 г.

ტესტების შექმნა

მოსწავლეთა ცოდნის შეფასება ელექტრონული ტესტების გამოყენებით. ამ მიზნით შევქმენი ეს რესურსი.


 ასეთი ტესტის შექმნაში დაგეხმარებათ შემდეგი ინფორმაცია და ვიდეოინსტრუქცია.
http://www.ict.tpdc.ge/video/58 

воскресенье, 21 мая 2017 г.

სამოდელო გაკვეთილი

    მე-10 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე „დუელი  XIX საუკუნის  რუსეთის  საზოგადოებაში“. გაკვეთილის თემა შინაარსობლივად შეესაბამება სწავლების დონეს ( ს-V მ.ლორთქიფანიძე "რუსული ენა") . გაკვეთილი დავგეგმე და ჩავატარე ინოვაციური მეთოდებს გამოყენებით: „ინსერტი“ (ტექსტის კითხვა ნიშანთა სისტემით), „ბლუმის გვირილა“ და „სინკვეინი“. მუდმივად ვცდლობ მოვიძიო და საკუთარ პრაქტიკაში აქტიურად დავნერგო სწავლების საინტერესო მეთოდები. ამ მეთოდების შესახებ შევიტყვე maswavlebeli.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიებში. სტატიებმა დამაინტერესა და ჩემს საგანში გამოსაყენებელ ეფექტურ მეთოდებად ჩავთვალი. ვფიქრობ, რომ ამ მეთოდით შევძელი თითქმის ყველა იმ უნარ-ჩვევების გააქტიურება, რომლის განვითარებასაც ისახავს მიზნად ენის სწავლება: მოსნენა, ლაპარაკი, წერა. ასევე შევძელი ზოგადი უნარების განვითარება: გააზრებლი კითხვა, ინფორმაცის კატეგორიზება, არსებული და ახლად მიღებული ინფორმაციათა შორის კავშირის დამყარება, მყარი ცოდნის კონსტრუირება, კითხვის დასმა, მიღებული ცოდნის ანალიზი და სინთეზი.



გაკვეთილის პირველ ფაზაზე გამოყენებული ჩემი რესურსი.


среда, 10 мая 2017 г.

პრეზენტაცია

 
  პრეზენტაცია - სასწავლო აქტივობაა, რომელიც უცხო ენის (რუსულის) შესწავლის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრლებს. პრეზენტაციის წარმართვა აუმჯობესებს ლაპარაკისა და მოსმენის უნარებს და მოსწავლეებს ბუნებრივ საკომუნიკაციო გარემოს სთავაზობს. რუსული ენის სწავლის პროცესში პრეზენტაციის გამოყენება უვითარებს მოსწავლეებს თვალსაწიერს და ენობრივ უნარებს. საგაკვეთილო პროცესში ხშირად ვიყენებ პრეზენტაციას, ვცდილობ კლასი აქტიურად ჩავრთო პრეზენტაციის პროცესში, ვაძლევ  შემდეგ ტიპის დავალებებს: შეაფასეთ და დაწერეთ, პრეზენტაციის რომელ ნაწილი იყო საინტერესო...
     მოსწავლეებს  ვეხმარები პრეზენტაციის საკითხის შერჩევაში (ვითვალისწინებ მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციას ) და შემდეგ ვაფასებ.



1.პრეზენტაციის შეფასების სქემას ნახავთ აქ 
2. Оценка монологической речи (здесь)