среда, 29 ноября 2017 г.

ალგორითმები რუსული ენის გაკვეთილებზე


      ძვირფასო კოლეგებო, შემოგთავაზებთ რამოდენიმე ალგორითმს, რომლებსაც ეფექტურად ვიყენებ ჩემს გაკვეთილებზე. ("Русский язык   ს-IV)

 «…алгоритмизация процесса обучения закладывает фундамент  творческого мышления, напряжённого думания, способствует  повышению уровня грамотности».
                           Кандидат филологических наук Надточия Е.Д.


среда, 1 ноября 2017 г.

უცხო ენის შესწავლისას მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი ფაქტორები

ზოგადად უცხო ენის შესწავლისას არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
  •   სხვა კულტურასთან ინტეგრაციის სურვილი: უცხო ენის შემსწავლელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სურვილი და დაინტერესება იმ კულტურისადმი, რომლის ენასაც იგი სწავლობს. ეს არის შინაგანი მოტივაცია, რომელიც ენის შემსწავლელს უნარჩუნებს მუდმივ ინტერესს სწავლისადმი.
  •  ენის ინსტრუმენტად გამოყენება: ენის შესწავლა ზოგიერთისთვის სამსახურის  ან რაიმე წინსვლის გარანტიას წარმოადგენს.
  •  ნაპერწკალი: ეს არის პირველად აღმოცენებული სურვილი უცხო ენის შესწავლისა. თუ ეს ნაპერწკალი საკმაოდ ძლიერია, იგი ყოველთვის იქნება მამოტივირებელი ძალა.
  • კომუნიკაციის სურვილი: გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ ენის შემსწავლელი ხვდება, რისი თქმა სურს და რისი თქმა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ხდება იგი უფრო მოტივირებული და ცდილობს უფრო გაიწაფოს ენაში. (Edurne Scott, Motivation to Learn Another Language, Sep 2, 2008).