среда, 5 апреля 2017 г.

მხატვრული ტექსტები რუსული ენის გაკვეთილზე

 
   ვფიქრობ, კოლეგები დამეთანხმებიან, რომ რუსული ენის სახელმძღვანელოებში თითქმის არაა მხატვრული ტექსტები ან თუ არის მას თან არ ახლავს სათანადო სავარჯიშოები, რომელიც მოსწავლეენს ტექსტის კომპეტენციის დაუფლებაში დაეხმარება. მეტად არის გამახვილებული ყურადღება რეცეფციულ (კითხვა, მოსმენის) დავალებებზე, ნაკლებად არის პროდუქტიული სავარჯიშოები. ვფიქრობ, რომ უცხე ტექსტის რეცეფციისა და პროდუქციის გაფართოვებით უნდა მოხდეს მოსწავლეების ცოდნიც გაფართოება და გაღრმავება. უცხო ენის სწავლების მნიშვნელოვანი მიზანია: უცხო კულტურაში ორიენტაციის უნარი და კომუნიკაცია ინტერკულტურულ სიტუაციაში. ამიტომ მხატვრულ ტექსტზე მუშაობისას უნდა გავიაროთ შემდეგი საფეხურები:
➤ცოდნის გააქტიურება,
➤ ტექსტზე მუშაობა
➤ ტექსტის ტრანსფერი.
      ტექსტის გარეშე გააზრებული და შედეგიანი უცხო ენის გაკვეთილი ვერ შედგება. ტექსტებში მიმდინარეობს ენობრივი კომუნიკაცია. უცხო ენის სწავლება ტექსტებზეა ორიენტირებული. ტექსტზე მუშაობისას მოსწავლეებს უნდა გამოუმუშაოთ ცოდნის  გამოყენების უნარი, მაგალითად ტექსტსის წაკითხვისას ან მოსმენისას უნდა მოხდეს დამუშავება (ჩანაწერების გაკეთება, ჩანიშვნა, ცხრილებისა და მატრიცების შედგენა). ტექსტის შინაარსობლივ დამუშავების გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის ენობრივ დამუშავებას, წაკითხულ ინფორმაციის გამოყენებას. უცხო ენის მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა  განუვითაროს ტექსტის კითხვის, ანალიზისა და ინტერპრეტაციის, უცხოურ ენაზე მსჯელობისა და არგუმენტირების უნარი, არგუმენტირებული და შემოქმედებითი წერის  უნარები, ამასთან ერთად მოსწავლემ უნად შეძლოს უცხო კულტურის შეცნობა.
      ლიტერატური ტექსტებით მუშაობა აცოცხლებს ფანტაზიის უნარს. მოსწავლეებს შეუძლიათ სპონტანურად გამოხატონ აზრი, შეძლონ ინტერპრეტაცია, მოიყვანონ ასოციაციები. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ყოველთვის ცდილობენ, თავისი რეაქცია გამოხატონ და სხვებს გაუზიარონ. ლიტერატურული ტექსტებით შესაძლებელია ახალი სიტყვების შეთვისება, რადგან ყოველი მხატვრული ტექსტი შეიცავს უამრავ სიტყვას და გამოთქმას. შესაძლებელია სიტყვების სხვადასხვა ფორმების წარმოება, მნიშვნელობების დაზუსტება, შემოწმება, წინადადებების შედგენა. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, დააკვირდნენ ტექსტებში ასახულ კულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს. ლიტერატური ტექსტებით შეიძლება 5 მიმართულების (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა), რომელიც ემსახურება სამეტყველო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და კულტურათა დიალოგი გამომუშავებას. შესაძლებელია, რომ ლიტერატურული ტექსტით ახალი გრამატიკული მასალა შევიტანოთ...
   ტექსტზე მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დავალებების მოცემულობას, რადგან სათანადო სავარჯიშოების გარეშე ძნელია ტექსტის გაგება. სასურველი წარმატების მისაღწევად საჭიროა, ეს სავარჯიშოები მიზნობრივად იყოს დალაგებული და ერთმანეთზე დაშენებული...
 ცნობილია სალისტრას სავარჯიშოების სისტემა (ნახეთ აქ...) 
სავარჯიშოები ისეა დალაგებული, რომ გამოხატავს უნარ-ჩვევების თანმიმდევრულ განვითარებას.
1.მოსამზადებელი სავარჯიშოები, რომელსაც მიეკუთვნება რეცეპტიული სავარჯიშოები (მაგ. მოსმენა/კითხვა, ბგერების და ასოების, ცალკეული ბგერების და ასოების კომბინაციის, სიტყვების ფორმის იდენტიფიცირება და გაგება);
2.რეპროდუქტიული სავარჯიშოები (მოცემული ენობრივი მასალის ზეპირად და წერილობით გადმოცემა);
3.პროდუქტიული სავარჯიშოები (სავარჯიშოები, როცა მოსწავლე მოცემული მასალის მიხედვით თვითონ ადგენს ვარიაციებს. მაგ. ტრანსფორმაციული სავარჯიშო, რომელიც მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას).
4.სავარჯიშოები, რომლებიც ინტერკულტურულ სიტუაციაში კომუნიკაციურ კომპეტენციას ავითარებს...
      მხატვრული ტექსტების უცხოური ენის სწავლების პროცესში გამოყენებას შეუძლია უცხოური ენის სწავლების ფართო და ყოვლისმომცველი მიზნების მიღწევა:
ა) უცხო კულტურაში ორიენტირება;
 ბ) ინტერკულტურულ სიტუაციაში ენობრივად ადეკვატურად ქმედება.
     ტექსტის არჩევის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა თავისებურებები, სურვილები, შესაძლებლობები, გასათვალისწინებელია მათი სულიერი სამყარო, ასაკი, იდივიდუალური საჭიროებები, პრობლემები, მათი ინტერესთა სფერო.
             გამოყენებული ლიტერატურა:
И. Д. Салистра. Очерки методов обучения иностранным языкам.
ე.აქუბარდია "მხატვრულ ტექსტებზე მუშაობის მეთოდიკა ..."
თ.ჯაყელი "კითხულობენ, მაგრამ გაგება უჭირთ"

Комментариев нет:

Отправить комментарий