пятница, 31 марта 2017 г.

აქტიური მოსმენის ტექნიკის ფლობა

როგორ ვფლობ და ვიყენებ აქტიურ მოსმენის ტექნიკას?
 ამ საკითხით დავინტერესდი, როდესაც ვავსებდი თვითშეფასების კითხვარს. გადავწყვიტე დამედგინა, თუ როგორ ვიყენებ ამ სტრატეგიას სასწავლო პროცესში, ამისათვის დაწვრილებით შევისწავლე ინტერნეტში გამოქვეყნებული რესურსები, რადგან აქტიურ მოსმენის ტექნიკის ფლობაზეა დამოკიდებული მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა, აქტიური მოსმენა ეფექტური კომუნიკაციის საშუალებაა.

                                     აქტიური მოსმენის ტექნიკა:
მოსმენის განწყობა და შესაბამისი სხეულის ენა-მოსმენისას მნიშვნელოვანია ისე განვეწყოთ, რომ მოვახერხოთ თანამოსაუბრის სამყაროს წვდომა და არა საკუთარი ვარაუდების გამოთქმა. ამასვე უნდა მიუთითებდეს თქვენი გამომეტყველება, ჟესტი, მიმიკა...,
არარეფლექსური მოსმენა მოსმენა შეფასების გარეშე , ეს არის ყუადღებიანი დუმილის პროცესი, მხოლოდ პაუზების დროს გამოითქმება   მოკლე სიტყვები: „გავიგე", „აჰა",“დიახ“  დ სხვა,  
გარკვევა და დაზუსტებახდება ღია კითხვების დასმა საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით. კითხვის დასმის სტილიც უნდა იყოს არადირექტიული, მაგ ასე: „ხომ არ მოჰყვებოდით.. „ და არა ასეთი: :აბა, მოყევით.."დაზუსტებისა და გარკვევის მიზნით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ეპატიჟება   მოზარდს, მოძებნოს სხვა სიტყვები აზრის გამოსახატავად:
- რას გულისხმო?
- ხომ არ გაიმეორებდი კიდევ ერთხელ?
- ხომ ვერ ამიხსნიდი ამას უკეთ?
რეფრაზირებათანამოსაუბრის ნათქვამის გამეორება სხვა სიტყვებით, ამით საკუთარ თავსაც ვეხმარებით და თანამოსაუბრესაც, რათა უკეთ გავიგოთ, მან კი უკეთ გამოხატოს თავისი აზრი
შეჯამება რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია, როცა თანამოსაუბრე დიდხანს „ტკეპნის" ერთსა და იგივე ადგილს დისკუსიის დროს, ნათქვამისშეჯამებას, რეზიუმირებას იმ მიზნით, რომ მოსაუბრე დარწმუნდეს -   მისი ნათქვამი სწორადაა გაგებული, მას უსმენენ:
- ამრიგად, მთავარი...
- მაშასადამე, შენ მთავაზობ, რომ...
- თუ სწორად გავიგე, მაშინ...
- თუ ნათქვამს შევაჯამებთ...
გრძნობების არეკვლა -  ამ ხერხით თამნამოსაუბრეს ვაგრძნობინებთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია.  მოსმენის უნარის უმაღლესი დონე - ემპათიური მოსმენაა. ემპათია არის მეორე ადამიანის თანაგრძნობა და თანაგანცდა.   
- მე მაქვს განცდა, რომ შენ...
- ჩემი აზრით, შენ გრძნობ..
                                                                  
                                                                                                               
                                რითი მიხვდებით,რომ ჩვენ აქტიურად გვისმენენ?


არავერბალური კომუნიკაცია: თავის დაკვრა,კონტაქტი თვალებით,წინ გადახრა.
მოკლე პასუხები:ამხნევებენ პიროვნებას ,განაგრძოს საუბარი:დიახ,გასაგებია,ცუდია და ა.შ.
ნათქვამის პერიფრაზირება საკუთარი სიტყვებით:
·                 ადასტურებს,რომ პიროვნებამ გაიგო ის, რისი თქმაც მისთვის   უნდოდათ;
·                 ასრულებს უკუკავშირის ფუნქციას,ეხმარება პიროვნებას ნათქვამის განსჯაში ანუ როგორ გაიგო მისი შინაარსი.
სიცხადის შემტანი /ღია კითხვები,დასმული მოსაუბრის მიერ,რომლების მიუთითებს,რომ მას  ნამდვილად უსმენენ.

რითი მიხვდებით,რომ ჩვენ  ნაწილობრივ გვისმენენ?
·                 მოსაუბრე დაკავებულია სხვა საქმებით(სხვას ესაუბრება,ხატავს,წერს);
·                 მისჩერებია კედელს,იატაკს,იყურება სარკმლიდან;
·                 გაწყვეტინებთ საუბარს და იძლევა რჩევას;
·                 ტოვებს მოუსვენრობის,მოწყენილობის ან მობეზრების შთაბეჭდილებას.

     აქტიური მოსმენის დროს მოსაუბრე-მასწავლებელი თუ მოსაუბრე-მოსწავლე მსმენელისაგან იღებს უკუკავშირს მიწოდებული ინფორმაციის შესახებ როგორც ვერბალური (მეტყველებითი), ისე არავერბალური (არამეტყველებითი) მანიშნებლებით. აქტიური მოსმენა ყველაზე ეფექტურია. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე. აქტიური მოსმენა ეხმარება მოსწავლეს და მასწავლებელს, უკეთ გაიგონ მოწოდებული ინფორმაცია და არ დაამახინჯონ კომუნიკაციის პროცესი.

    კომუნიკაციის ხელოვნებას დაუფლებული პროფესიონალი მასწავლებლები აქტიური მოსმენის სამ ძირითად ვარინატს იყენებენ.ესენია: პერიფრაზი, შეჯამება, დაზუსტება. მასწავლებელი საუბრისას ცდილობს, მოსწავლემ აქტიურად უსმინოს და დროდადრო სთხოვს მსმენელ-მოსწავლეებს, გააკეთონ ამა თუ იმ მოსმენილი მოსაზრების პერიფრაზი, შეჯამება და დაზუსტება. ის ასევე ცდილობს, იყოს აქტიური მსმენელი.

პერიფრაზი – ამ დროს მსმენელი ცდილობს, მოსაუბრის გამონათქვამის გამეორებას თითქმის იმავე სიტყვებით, რომლებსაც თავად მოსაუბრე იყენებს. პერიფრაზის დროს მსმენელი ხაზს უსვამს როგორც მოსაუბრის ემოციას, ასევე მისი გზავნილის შინაარსობრივ მხარეს.
შეჯამება – ამ დროს მსმენელი ცდილობს მოსაუბრის შედარებით ვრცელი გამონათქვამიდან ძირითადი და საკვანძო მომენტების ხაზგასმას და გამეორებას სხვა სიტყვებით. შეჯამება ეხმარება მსმენელსაც და მოსაუბრესაც, მოახდინონ შინაარსის სტრუქტურირება და სწორი აქცენტების დასმა.
დაზუსტება – გულისხმობს დამატებითი კითხვების დასმას და ინფორმაციის მიღებას ბუნდოვანი საკითხების შესახებ, რაც ასევე ხელს უწყობს ინფორმაციის დამახინჯების და არასწორი აღქმის თავიდან არიდებას.
                          როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, გახდნენ უკეთესი მსმენელები? 
სტრატეგია 1 – თქვით ერთხელ
ხშირი გამეორება კლასში ნაკლებ ყურადღებას გამოიწვევს. თუ ბავშვები მიჩვეულნი არიან 2-ჯერ, 3-ჯერ ან მეტჯერ მითითების გაგონებას, პირველად ნათქვამის მოსმენას საჭიროდ აღარ თვლიან. ამიტომ, სასწავლო წლის დასაწყისიდანვე მიაჩვიეთ მოსწავლეები იმას, რომ იშვიათად იმეორებთ ინსტრუქციებს და ისინი ყოველთვის ყურდაცქვეტილნი მოგისმენენ.
სტრატეგია 2 – მიბრუნება და განხილვა
აქტიური მოსმენის მოტივაციის კიდევ ერთი გზაა, მისცეთ ბავშვებს მოსასმენი ამოცანა. მაგალითად: “ახლა მე აღვწერ …… -ის პროცესს. მე რამდენჯერმე შევჩერდები და მოგთხოვთ, მიუბრუნდეთ გვერდით მჯდომს და აუხსნათ, რა გაიგეთ ჩემი ნათქვამიდან.” თქვენ შეგიძლიათ, მოთხოვოთ ბავშვებს, რიგ-რიგობით ახსნან გაგონილი ყოველ ჯერზე, როცა შეჩერდებით. ამავდროულად, დააკვირდეთ მათ საუბარს, რაც ასევე დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად გებულობენ ბავშვები თქვენს ახსნილს.
სტრატეგია 3 – ხელის აწევა
მოსმენის უნარის გასამახვილებლად შესანიშნავი საშუალებაა, მოთხოვოთ ბავშვებს არავერბალური სიგნალების მეშვეობით პასუხი. მაგალითად, უთხარით მათ: “ახლა მე წაგიკითხავთ ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ თვლის იგი, რომ ომი ზოგჯერ საჭიროა. როდესაც დავასრულებ, თქვენს აზრს დააფიქსირებთ ხელის აწევით: აწიეთ 1 თითი, თუ ეთანხმებით მოსაზრებას; 2 თითი – თუ ეწინააღმდეგებით და 3 თითი – თუ ზუსტად ვერ გადაწყვეტთ, ან კითხვები გაგიჩნდებათ.” ეს სტრატეგია მთელი კლასის ჩართულობას იწვევს აქტივობაში და ასევე ფავორიტია მორცხვი ბავშვებისა, რომელთაც თავიანთი “ხმის” დაფიქსირების საშუალება ეძლევათ.
სტრატეგია 4 – მოსმენა და პერიფრაზირება
იმისათვის, რომ ბავშვებმა თავი შეიკავონ ლაპარაკისგან და ყურადღებით მოისმინონ, სცადეთ ეს სტრატეგია:
1. როდესაც მოსწავლეები წყვილებად ან ჯგუფებად არიან დაყოფილნი, აირჩიეთ ერთი მომხსენებელი (თავადვე დანომრონ რიგ-რიგობით).
2. მოთხოვეთ დანარჩენებს სრულად მოუსმინონ მომხსენებელს საუბრის დასრულებამდე. თავიდან აიცილეთ მათი ჩარევა, სანამ იგი საუბრობს.
3. მომხსენებლის საუბრის დასრულების შემდეგ, მეორე ემზადება და მისი პარტნიორის მიერ წარმოთქმული მოსაზრების პერიფრაზს ახდენს: “ესე იგი, შენი აზრით…” “შენ არ ხარ დარწმუნებული, რომ…”.
4. ამის შემდეგ კი, იგი უკვე საკუთარ აზრს აფიქსირებს: “მე კი ვფიქრობ…”, “მე არა მგონია…”.
ამგვარი დისკუსია ეხმარება მოსწავლეებს, ჩამოიყალიბონ მოსმენისა და საუბრის კულტურა.
სტრატეგია 5 – კითხვების დასმა
როცა მოსწავლეები ვინმეს სიტყვით გამოსვლას უსმენენ, უყურებენ დოკუმენტურ ფილმს ან ისმენენ ხმამაღლა წაკითხულ ისტორიას, რამდენჯერმე შეაჩერეთ იგი და თხოვეთ ბავშვებს, დაწერონ 1-2 შეკითხვა მოსმენილის შესახებ. ამ გზით მოსწავლეები აქტიურად უსმენენ და დაბნეულობის ან რაიმე საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი კითხვები ჩამოაყალიბონ. ამისათვის კონცენტრირება და ყურადღებაა საჭირო.
   აქტიური მოსმენა იძლევა დასაბუთებას, რომ მიმღებმა-მასწავლებელმა თუ მიმღებმა-მოსწავლემ სწორად გაიგო მიწოდებული ინფორმაცია. ეს კი, თავის მხრივ, უბიძგებს გადამცემს, გააგრძელოს საუბარი, რათა უფრო ღრმად განიხილოს საკითხი.
   ასეთია ეფექტური კომუნიკაცია საკლასო ოთახში...

გამოყენებული ლიტერატურა: (გადადით ბმულებზე)

Комментариев нет:

Отправить комментарий