воскресенье, 12 марта 2017 г.

მოტივაციის როლი რუსული ენის სწავლების პროცესში


მოგეხსენებათ, რომ მოტივაცია ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა უცხო ენის სწავლების პროცესში. ჩემთვის მნიშვნელოვანია  მოსწავლის მოტივაციის გაზრდა რუსული ენის სწავლებისას. რუსული ენა, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული გრამატიკული სტრუქტურიდ არის ცნობილი. შესაბამისად, ამ სირთულის ფონზე მოტივაცია ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა რუსული ენის შესწავლის პროცესში. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვცდილობ, რომ გავამდიდრო სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების და სტრატეგიების გამოყენებით (დისკუსია, პროექტი, პრეზენტაციები, როლური თამაშები). მოსწავლეების გააქტიურება მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დღოს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა მოსწავლეების ჩაბმა ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში. გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად ვიყენებ განსხვავებული სირთულეების დავალებებს, ვითვალისწინებ მოსწავლეების შესაძლებლობებს,  რომ გავუღვიო მათ ინტერესი რუსული ენის მიმართ. მოსწავლეებს ხშირად უშვებენ  შეცდომებს გრამატიკულ ფორმებში წერისა და ლაპარაკის დროს. მაგრამ, შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. არასოდეს ვაკრიტიკებ მოსწავლეებ საჯაროდ, ვაძლევ საშუალებას, რომ თვითონ გაასწორონ შეცდომები საკუთარ ნაწერში...
    მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება  პედაგოგისთვის წარმოადგენს მუდმივ ზრუნვის საგანს.

суббота, 11 марта 2017 г.

რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას


მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. 
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც სწავლის მოტივაციას განაპირობებს:
1.ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც მას ისეთი უნარები და კომპეტენციები უვითარდება, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციასა და შინაგანი წონასწორობის დამყარებაში.